• რეკლამა
  • კონტაქტი
05:21, პარასკევი, 5 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მინისტრმა 600 ადგილიაო, ჩემი შვილის ადგილი რატომ არ გამოინახა?” – გარდაცვლილის დედის კითხვა ჯანდაცვის მინისტრს

ალია ავტორი - ალია
02:35 12-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას დედა, ირმა ხელაშვილი შვილის ინფიცირებისა და შემდეგი პროცესების შესახებ „სხვა ნანუკაში“ საუბრობს.

„ეს სიმპტომები რომ დაეწყო თეკლას, იმ დღესვე დავუკავშირდი ოჯახის ექიმს. არ ჰქონდა მძიმე მდგომარეობა, 37 ჰქონდა სიცხე. ჯერ სახლში შეიძლება მართვაო.

ინფორმირებული იყო ექიმი, რომ მას ჰქონდა დიაბეტი, თანმდევი დაავადება და შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში გართულებები მოჰყოლოდა. ამის გამო გვინდოდა, რომ სულ კონტაქტზე ვყოფილიყავით.

შემდეგ ტემპერატურის მომატება და ხველა დაეწყო, ამან ძალიან შეგვაწუხა. მეორე დღეს ისევ დავუკავშირდით ოჯახის ექიმს, რომ ჰოსპიტალიზაცია მოეხდინა. უარი მივიღეთ – დასვენების დღეებია და ვერანაირ დახმარებას ვერ გაგიწევთო.

​შემდეგ 112-ში დავრეკეთ. ვუხსნი, რომ ბავშვს დიაბეტი აქვს და ჰოსპიტალიზაცია ვთხოვე. მოვიდა სასწრაფოს ბრიგადა და PCR-ტესტირებაზე გადაგვიყვანეს. დაუდასტურდა კოვიდი.

მეორე დღეს 112-ში დავიწყე რეკვა. მოვიდა სასწრაფოს ბრიგადა, რომ ჰოსპიტალშიუ გადავსულიყავით. შედეგ გვითხრეს, რომ ადგილი არ იყო და კოვიდსასტუმროში, უკეთეს პირობებში უნდა გადაგიყვანოთო.

გადაგვიყვანეს დიღომში. ბავშვი სულ მეკონტაქტებოდა, ძალიან მიჭირს ექიმთან უნდა დავრეკოო, ძალიან რთულად ვეკონტაქტებიო. მე სახლიდან მიწევდა მისვლა და მედიკამენტების მიტანა, ყველაფრით ვამარაგებდი ბავშვს.

ბავშვს რომ ტემპერატურა აუწია, სასტუმროს ექიმი შეშინდა და დაუნიშნა გამოკვლევები, მეორე დღეს კლინიკაში გადაიყვანეს. ყვითელი სამარშრუტო ტაქსით გადაიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კვლევაზე. არაფრის თავი არ მაქვსო მეუბნებოდა, ცოცხალი თუ ჩავალ აქედან, ისიც არ ვიციო.

იქიდან მწერდა, სულ გამეყინა ყველაფერი, ძალინ მცივაო. რიგში ვდგავარ, კვლევაზეო. შემდეგ კლინიკიდან ისევ კოვიდ-ცენტრში დააბრუნეს.

სასტუმროს ექიმმა თქვა, რომ მეგონა ისინდისებდნენ და უკან აღარ დააბრუნებდნენ და დაიტოვებდნენო.

შემთხვევით, სასტუმროში იყო ისეთი პაციენტი, რომელიც გერმანული კლინიკის თანამშრომელი იყო, ბავშვის მდგომარეობით შეწუხებულმა გადარეკა და მისი დახმარების შემდეგ მოხვდა ჰოსპიტალში. აქ 6 დღე იყო.

ჩემი შვილის ჯანმრთელობა ინსულინის თერაპიით იმართებოდა. ბავშვი მუდმივი კონტროლის ქვეშ მყავდა, სული ჩავბერე, წლი-ნახევრიდან იყო დაავადებული.

მინისტრი თუ მისი მოადგილე გამოვიდა, 600-რაღაც თავისუფალი ადგილიაო, ძალიან  გამაღიზიანებელი იყო, ჩემი შვილის ადგილი რატომ არ გამოინახა“

თეგები: 112ეკატერინე ტიკარაძეჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved