• რეკლამა
  • კონტაქტი
14:57, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მკვლელი პაციენტი” თუ მედიის მსხვერპლი? – რას წერენ ამერიკელი მეცნიერები

ალია ავტორი - ალია
21:35 12-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

1-ლი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოში 76 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა შიდსის ვირუსით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, შიდსი  არ არის სასიკვდილო განაჩენი, ამ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, მსოფლიოში 33 მილიონია დაახლოებით.

1976 წელს ამერიკაში გამოჩნდა უცნაური ვირუსი. მედიკოსები დიდი ხანი ვერ ხვდებოდნენ რაში იყო საქმე. ჯერ სან-ფრანცისკო იყო, შემდეგ ლოს ანჯელესში იფეთქა. ყველა სიტუაცია უკავშირდებოდა ერთამანეთს, სიმპტომი იყო სუსტი იმუნური სისტემა, სისუტე, პნევმონია და ინფიცირებულების უმრავლესობა ჰომოსექსუალები იყვნენ.

სწორედ მაშინ წარმოიშვა სიტყვა „კლასტერი“. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა დაიწყეს დაავადების კვლევა.

რამდენიმე წლიანი კვლევების შემდგომ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია პაციენტი ზეროს შესახებ, ეს გახლდათ კაცი, ბორტგამცილებელი, გეტან დუგასი, წარმოშობით კანადიდან. წლების მანძილზე დუგასი ოჯახს ლანძღავდნენ და მკვლელს უწოდებდნენ. ექიმებმა იგი დაუკავშირდეს ამერიკის 10 ქალაქში 40 ინფიცირებულეს. 1987 წელს, მას მედიამ – “კაცი, რომელმაც შიდსი მოგვცა” უწოდა.

მეტიც, ახლაც კი, ამდენი წლის მერეც, ქართული მედიის ნაწილისთვის, იგი დღემდე შიდსის მომტანი კაცი და მკვლელი პაციენტია, თუმცა, ასე სულაც არ არის.

ამერიკელი მკვლევარების აზრით, ინფორმაცია არასწორად გავრცელდა. პროფესორმა მაიკლ ვორუბის თქმით, ჯერ კიდევ ამოუხსნელია, როგორ გავრცელდა ვირუსი ჩრდილოეთ ამერიკაში კარიბის ზღვის გავლით აფრიკიდან.

“ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი ეროვნების ადამიანი. ეს შეიძლება ყოფილიყო სისხლის პროდუქტებიც კი. 70-იან წლებში შეერთებულ შტატებში გამოყენებული ბევრი სისხლის პროდუქტი ჰაიტიდან შემოვიდა”

დოქტორი ჯეიმს კურანი თვლის, რომ “შეერთებულ შტატებში ეპიდემიის დაწყების ერთპიროვნული წყარო რომ არსებობდეს, არც ისე სავარაუდოა. და ალბათ, რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა ერთდროულად”

დუგასი გარდაიცვალა 1984 წელს შიდსთან დაკავშირებული გართულებებით. ახლა, 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, მეცნიერებმა გამოიყენეს მისი სისხლის ნიმუშები კვლევებისთვის.

”მრავალი თვალსაზრისით, ისტორიული მტკიცებულებები მიუთითებს “პაციენტი ნულის” ცნების შეცდომაზე, ათწლეულების განმავლობაში”, – თქვა რიჩარდ მაკკეიმ, კემბრიჯის უნივერსიტეტის მედიცინის ისტორიკოსმა და ახალი კვლევის თანაავტორმა.
მეცნიერთა შეფასებით, აივ ინფექცია ადამიანებში მას შემდეგ გავრცელდა, რაც მე -20 საუკუნის დასაწყისში, საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში, შიმპანზემ ერთი ადამიანი დააინფიცირა. ზოგადი კონსენსუსი მეცნიერებს შორის არის ის, რომ აივ – მა გადალახა ოკეანე და სწრაფად გავრცელდა კარიბის ზღვისპირეთში და შემდეგ შეერთებულ შტატებში, ალბათ ჰაიტიდან, თქვა კურანმა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ცალკეული კვლევა 2016 წელს, სადაც ვარაუდობენ, რომ აივ ინფექცია გავრცელდა მიგრაციის სპეციფიკური გზებით – ტურიზმისა და ვაჭრობის საფუძველზე.

როგორ დადგინდა, რომ დუგასი არ იყო “მკვლელი პაციენტი”?

კვლევისათვის გამოიყენეს 1978-1979 წელს აღებული და შენახული სისხლის ნიმუშები, იმ ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ ჰეპატიტი და იყვნენ ჰომოსექსუალები. უნდა აღინიშნოს, რომ მათ დიდ ნაწილში იპოვნეს აივ-ინფექციის პოზიტიური ნიმუში. ნიმუშებიდან აღმოაჩინეს აივ ინფექციის რვა გენომის თანმიმდევრობა.

გენომების ანალიზის შემდეგ, მკვლევარებმა ვერ იპოვნეს ბიოლოგიური მტკიცებულება, რომ დუგასი იყო პირველადი პაციენტი, რომელმაც აივ ინფექცია მოიტანა შეერთებულ შტატებში!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved