• რეკლამა
  • კონტაქტი
15:58, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კოვიდმა ტვინში შეაღწია – რატომ იწვევს ვირუსი გემოსა და სუნის დაკარგვას – კვლევის შედეგი

ალია ავტორი - ალია
15:07 12-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

ბერლინის კლინიკა Charité-ს მკვლევრებმა ის მექანიზმები შეისწავლეს, რომლითაც ახალ კორონავირუსს ადამიანის ტვინში შეღწევა შეუძლია. ასევე ის, თუ რა იმუნურ რეაქციას იწვევს ამ დროს ვირუსი. ინფორმაციას  neurosciencenews-ი ავრცელებს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კორონავირუსი ტვინში ლორწოვანი გარსის ნევრული უჯრედების საშუალებით აღწევს, რომლებიც ყნოსვის ორგანოშია მოთავსებული.

დღესდღეობით აღიარებულია, რომ კოვიდი მხოლოდ რესპირატორული დაავადება არ არის. ფილტვებზე ზემოქმედების გარდა, SARS-CoV-2 გავლენას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეც ახდენს. კოვიდით ინფიცირებული ყოველი სამი ადამიანიდან ერთი აღნიშნავს, რომ მათ სუნისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს, აღენიშნებათ თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხევა და გულისრევა.

მეცნიერები ეჭვობენ, რომ ზემოთ აღნიშნული სიმპტომები სწორედ ვირუსის ტვინში შეჭრითა და უჯრედების ინფიცირებით არის გამოწვეული.

მაგრამ, როგორ აღწევს ვირუსი ადამიანთა ტვინში?

ბერლინის კლინიკა Charité-ს მკვლევართა ჯგუფმა სწორედ ის მექანიზმი გამოიკვლია, რომლითაც ვირუსი ადამიანის ტვინში აღწევს.

კვლევის ფარგლებში ექსპერტებმა Charité-ს კლინიკაში კოვიდით  გარდაცვლილი 33 ადამიანის ქსოვილის ნიმუშები აიღეს. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მკვლევრებმა ნიმუშები გარდაცვლილი პაციენტების ყნოსვის ორგანოს ლორწოვნი გარსიდან და ტვინის 4 სხვადასხვა ნაწილიდანაც აიღეს.

მათი მიზანი იყო დაედგინათ – აღებულ ნიმუშებზე SARS-CoV-2-ის გენეტიკური მასალა აღმოჩნდებოდა თუ არა.

მკვლევრებმა ვირუსის გენეტიკური მასალა ისეთ ნეიროანატომიურ  სტრუქტურებში აღმოაჩინეს, რომლებიც თვალებს, პირსა და ცხვირს ტვინის ღეროსთან აკავშირებს. ვირუსის ყველაზე დიდი გენეტიკური მასალა ლორწოვანი გარსის ნევრულ უჯრედებზე აღმოჩნდა, რომლებიც ყნოსვის ორგანოშია მოთავსებული.

„შედეგები კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ SARS-CoV-2 იყენებს ლორწოვან გარსს, რომელიც ყნოსვის ორგანოშია მოთავსებული, რათა ტვინამდე მიაღწიოს“,- აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი ჰეპნერი.

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, იმ 33 ადამიანს, რომელთა ნიმუშებიც კვლევისთვის გამოიყენეს, ვირუსის მძიმე ფორმა ჰქონდათ. ამიტომ, როგორც ისინი ამბობენ, კვლევის შედეგების განზოგადება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებზე არ იქნებოდა სწორი.

მეცნიერებმა ასევე შეისწავლეს ის, თუ რა იმუნურ რეაქციას იწვევს ვირუსის ადამიანთა ტვინში შეღწევა.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ამ დროს იმუნური უჯრედები, რომლებიც ტვინსა და ლორწლოვან გარსშია მოთავსებული, განსაკუთრებით აქტიურდებიან.

მათი თქმით, SARS-CoV-2-ის აღმოჩენა ყნოსვის ორგანოში არსებულ ლორწლოვან გარსზე კარგი მტკიცებულებაა იმისა, თუ რატომ იწვევს ვირუსი ისეთ ნევროლოგიურ სიმპტომებს ინფიცირებულ პაციენტებში, როგორიცაა გემოსა და სუნის დაკარგვა.

„ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ SARS-CoV-2 ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც ისეთ სასიცოცხლო ფუნქციებს აკონტროლებს, როგორიც სუნთქვაა. არ არის გამორიცხული, რომ იმ პაციენტებში, რომელთაც კოვიდის მძიმე ფორმები აქვთ, სუნთქვის უკმარისობა სწორედ ზემოთ აღნიშნულ მიზეზს უკავშირდებოდეს“,- აღნიშნავს პროფესორი ჰეპნერი.

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved