შიდადაპირისპირებები პანდემიის ფონზე – “მთავარ აქცენტებში” გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი, გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრს რეალურ ინფორმაციას საწოლფონდის შესახებ უმალავენ და ემუქრებიან:
„ჩემი ინფორმაციით, ეკა ტიკარაძე უმალავენ საავადმყოფოებში ადგილებს, უმალავენ ბიზნესმენები, რომლებიც მრავალპარტიაგამონაცვალები არიან და დღესაც მხარდამჭერები არიან მმართველი პარტიის. ისინი ემუქრებიან ტიკარაძეს სუს-ით და ძალოვანი სამსახურებით. მე ვიცი, რომე ავთანდილ თალაკვაძის სამსახურიდან წამოსვლა იყო მისი ინიციატივით. ქალბატონი ეკა გავლენების მსხვერპლია, მაგრამ მას აქვს რესურსი რომ ეს თქვას და რაც მალე იტყვის უკეთესია”, – ამბობს ჩალაძე.
კომენტარები