• რეკლამა
  • კონტაქტი
22:25, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ მნიშვნელოვანი მატჩის წინ განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
16:51 11-29-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ შვედურ „როსენგარდთან“ მატჩის წინ განცხადებას ავრცელებს.

„და წინ ისევ ბრძოლა გველის… ძალიან კარგად გვესმის ჩვენი გულშემატკივრების მოლოდინი, რომ გუნდი გააგრძელებს წინსვლას ჩემპიონთა ლიგის შემდგომ ეტაპზე. ჩვენი სურვილი და მიზანიც სრულ თანხვედრაშია გულშემატკივრების განწყობებთან.

თუმცა, მიგვაჩნია, რომ საჭიროა სწორი მოლოდინების შექმნა. ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რადგან ფეხბურთელებისთვის არ უნდა შეიქმნას დამატებითი ფსიქოლოგიური წნეხი ამ ისტორიული მატჩების წინ.

დღეის მდგომარეობით, ქალთა ფეხბურთის განვითარების მხრივ, შვედეთი გაცილებით წინ არის საქართველოზე. შედარებისთვის, ჩვენი მეტოქე გუნდი 1970 წელს არის დაფუძნებული და არსებობის 50-წლიან ისტორიას ითვლის, ეს მაშინ როცა საქართველოში ქალთა შორის რეგულარული ჩემპიონატი სულ რაღაც მეხუთე წელია ტარდება.

შვედეთის ეროვნული ნაკრები, რომელშიც ამჟამად როსენგარდის 6 ფეხბურთელი ასპარეზობს, რეგულარულად მონაწილეობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ტურნირებზე, არის ევროპის 1984 წლის ჩემპიონი და მსოფლიოს 2003 წლის ვიცე-ჩემპიონი.

ჩვენ არ ვიქმნით წინასწარ ალიბს, უბრალოდ, ჩავთვალეთ, რომ ობიექტურად უნდა შევხედოთ შექმნილ გარემოებებს. ცხადია, ვიბრძოლებთ ბოლომდე და ღირსეულად, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ. არც ერთ წინა შეხვედრაში არ ვყოფილვართ ფავორიტები, არც ახლა ვიქნებით, არა უშავს; ამ როლს შეჩვეულები ვართ, მთავარია შედეგი! გმადლობთ გულშემატკივრობისთვის!“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქსკ „ლანჩხუთსა“ და შვედეთის „როსენგარდს“ შორის უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი 9 დეკემბერს თბილისში 14:00-ზე გაიმართება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved