კარტოგრაფების საქმეზე ჩანიშნული სასამართლო პროცესი ხვალ 11 საათზე გაიმართება. პარალელურად, სამოქალაქო სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართება, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები შეუაერთდებიან. ღონისძიება სოციალური ქსელის საშუალებით დაანონსდა:
“ხელისუფლება აგრძელებს ბინძური პროპაგანდის წარმოებას კარტოგრაფების წინააღმდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ადვოკატებს მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გადაცემაზე უარს იმის გამო ეუბნება, რომ ეს მტკიცებულებები ნატალიასა და ივერისთვის იქნება სასარგებლო”, – წერია ღონისძიების ორგანიზატორთა გვერდებზე – გხედავ • Gkhedav და Lelo For Youth • ლელო ახალგაზრდებისთვის
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.
კომენტარები