• რეკლამა
  • კონტაქტი
17:46, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილის ახალი უკრაინული რომანი – საქართველოს ექსპრეზიდენტს ლიზა იასკოსთან რომანი აქვს

ალია ავტორი - ალია
17:02 11-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
217

საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პარტია „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთ ლიდერთან, ლიზა იასკოსთან რომანი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ წყვილი ქალაქგარეთ, ლესნიკში მდებარე სახლში ერთად ცხოვრობს.

უკრაინული მედია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ლიზა იასკოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ერთობლივ ცხოვრებას.

„ლიზა იასკო ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსთამდავრებული, პარტია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელია.

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს კიევში. რა აკავშირებს ამ წყვილს? – სასიყვარულო ურთიერთობა“, – აღნიშნულია სტატიაში.

უკრაინულ მედიაში სააკაშვილისა და იასკოს გარშემომყოფები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ლიზა იასკოს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებთ. „სტრანა.უა“, ასევე, წერს, რომ წყვილი 2020 წლის ზაფხულში დაახლოვდა და ახლა მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ.

„ლიზა პერიოდულად მიხეილ სააკაშვილის აგარაკზე ცხოვრობს. მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს პირველი ერთობლივი ფოტოები ივნისში გავრცელდა, სადაც აღბეჭდილი იყო არაოფიციალური, სამუშაო მომენტები. წყვილი მიხეილ სააკაშვილის კიევთან მდებარე სახლში, სამეგობრო წრეში იმყოფებოდა.


ფოტოზე: მიხეილ სააკაშვილი, ლიზა იასკო, ცნობილი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი, მომღერალი ოლია პოლიაკოვა.

ჭორებისგან თავის დასაღწევად და სხვებისთვის პირადი ცხოვრების დასამალად სააკაშვილმა საკუთარ აგარაკზე რამდენიმე მეტრიანი ღობე ააშენა.

ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო საზოგადოებისთვის ცნობილი პერსონები არიან, სამსახურეობრივად ხშირად იკვეთებოდნენ, ერთად ჩნდებოდნენ სხვადასხვა თოქ-შოუში, დადიოდნენ შეხვედრებზე, ხოლო საინფორმაციო სივრცეში წყვილი სექტემბრის დასაწყისში გამოჩნდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელთან ანდრეი ბოგთანთან მათი ერთობლივი ფოტო სწორედ ამ დროს გავრცელდა.


ფოტოზე: მიხეილ სააკაშვილი, ლიზა იასკო, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ბოგდანი.

აღნიშნული ფოტო სოციალურ ქსელში სამივემ გაავრცელა. სავარაუდოდ, ისინი უკრაინის საკრებულოს არჩევნებს განიხილავდნენ“, – აღნიშნულია სტატიაში.

უკრაინული მედია მიხეილ სააკაშვილსა და ლიზა იასკოსე დეტალურ ინფორმაციას ასაჯაროვებს:

„13 ოქტომბერს ლიზა იასკო, როგორც უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ონლაინ-შეხვედრაში მონაწილეობდა. მან ყირიმში, უკრაინული ენის დარღვევის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეკითხვით მიმართა, რა დროსაც სააკაშვილის კაბინეტში იმყოფებოდა. ლიზას უკანა ფონზე ქართველ-უკრაინელი პოლიტიკოსის საოჯახო ბიბლიოთეკა ჩანდა. სწორედ ამ ადგილიდან მიხეილ სააკაშვილი ხშირად მართავს ვიდეოკონფერენციებს ან სხვადასხვა სატელევიზიო არხზე პირდაპირ ეთერში ერთვება.


ფოტოზე: ელიზავეტა და მიხეილ სააკაშვილი. ვიდეოჩართვა ერთი და იგივე ოთახიდან. სააკაშვილის აგარაკი კიევთან ახლოს. სტოპ-კადრი, ვიდეო facebook.com.

ორი კვირის შემდეგ, ლიზა იასკომ გაავრცელა ვიდეო საკარანტინო ქრონიკებით, ოქროსფერი ფარდის ფონზე, რომელიც მისი პარტნიორის სახლის მისაღებშია ჩამოკიდებული. ფოტოზე, იმავე ოთახში ჩანს ლიზას შინაური ცხოველი, ძაღლი სახელად ჩაკრა (მას ცოტა ხნის წინ დაბადების დღისთვის ლეკვი აჩუქეს).

თეთრი ლეკვი ფერად ხალიჩაზე წევს. ფოტოზე ჩანს დივანი, რომელიც სააკაშვილის სახლის მისაღებშია განთავსებული.


ფოტოზე საქართველოს ექსპრეზიდენტი საკუთარი სახლის მისაღებში. იქვე პოზირებს ლიზა იასკოს ლეკვი. ფოტო: ინსაგრამი.

„სააკაშვილისა და იასკოს რომანის შესახებ ლიზას პარლამენტარმა მეგობრებმაც იციან. ლიზა ბოლო დროს „ბედნიერებისგან ანათებს“, მათ შორის ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად.

ფრაქციაში მათ ურთიერთობას უკვე დიდი ხანია განიხილავენ. რა თქმა უნდა, განხილვა არ მიმდინარეობს პარტიულ მიმოწერაში, უბრალოდ, საუბარი ერთმანეთში ხდება. ისინი ერთად არიან. მართალია, ბევრისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება ლიზას ეს ურთიერთობა. სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც მას კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. აი, მიხეილ სააკაშვილს კი ბევრი რომანი ჰქონდა, ყველამ იცის მისი ვნებების შესახებ უკრაინული ახალგაზრდების მიმართ“, – ამბობს აღნიშნულ გამოცემასთან პარტია „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთი დეპუტატი.


ფოტოზე მიხეილ სააკაშვილის აგარაკი, აუზით და შადრევნით.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლიზა და მიხეილი ლესნიკის აგარაკზე ერთად ცხოვრობენ. ამის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდნენ, როდესაც ისინი კორონავირუსით ინფიცირდნენ. ლიზა და მიხეილი ერთად ჩნდებოდნენ რესტორნებში, ინტერვიუებში. მათი ამსახურეობრივი რომანის შესახებ საუბრობდნენ დეპუტატები, ჭორაობენ და ხუმრობენ: „რამდენ ხანს გაგრძელდება ეს?“. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ლიზა მიხეილთან რომანის შემდეგ შეიცვალა. ის ყოველთვის იყო ენერგიული, მხიარული. ახლა ცდილობს მკაცრი დეპუტატის როლი ითამაშოს. ლიზა ინსტაგრამზე ხშირად ანთავსებს ბლინების, „სირნიკების“, ტორტების ფოტოებს, რომლებსაც ის, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისთვის ამზადებს. ხოლო მას, როგორც ცნობილია, უყვარს გემრიელი ჭამა“, – ჰყვება კიდევ ერთი ინსაიდერი ფრაქციიდან.

უკრაინული გამოცემა ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახურ მდგომარეობაზეც წერს:

„ლიზა იასკო დაქორწინებული არ არის. ის ცნობილი გახდა ლესბოსური ფეიკი ფოტოთი, რომელზეც გოგოს ტუჩებში კოცნის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, დაქორწინებულია ჰოლანდიელ სანდრა რულოვსზე. მათ ორი შვილი ჰყავთ. ედუარდი (25 წლის) და ნიკოლოზი (14 წლის). უფროსი შვილი სწავლობდა და დაქორწინდა აშშ-ში, ხოლო უმცროსი დედასთან ცხოვრობს“, – წერს უკრაინული გამოცემა.

წყარო: strana.ua

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved