• რეკლამა
  • კონტაქტი
10:20, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ ცდილობს განულებული სესხების ,,გაცოცხლებას”

ალია ავტორი - ალია
12:49 11-25-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

საბანკო სფეროს ექსპერტ ლია ელიავას ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ კონკრეტული ფინანსური კომპანიები, რომლებიც მოქალაქეებს მოუწოდებენ გადაიხადონ თანხები სამომხმარებლო სესხებზე, რომელთა მიმართაც მოთხოვნის სამართლებრივი ვადები გასულია ან მთავრობის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს გადახადის ვალდებულება აღარ გააჩნიათ. 

მისი თქმით, აღნიშნული გარემოება, სავარაუდოდ, 2018 წელს, სესხების განულების პროგრამას უკავშირდება. კერძოდ, ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს ისევ ითხოვენ. 

,,ერთეული შემთხვევებია, როცა მომხმარებლებს ჩამოწერილი სესხების გადახდას ავალდებულებენ. სესხი თუ მთლიანად არის ჩამოწერილი ,,ქართუს” მიერ და მოთხოვნა მაინც არის, ადგილი აქვს თაღლითური გზით ფულის გამოძალვას და დანაშაულია.  მოსახლეობის ჩამოწერილ ვალებს ბანკები არ ითხოვენ, ისენი ძირითადად სხვადასხვა სახის საფინანსო ორგანიზაციებია, რომლებსაც კანონით აქვთ სესხის გაცემის უფლება. არ ვთვლი, რომ ტენდენციაა, მაგრამ ყოველი შემთხვევა შესაბამისი სტრუქტურების მიერ შესასწავლია, აუცილებად უნდა განიხილონ ყველა ასეთი საკითხი”, – აცხადებს ლია ელიავა.

მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართუს“ მიერ ვადაგადაცილებული სესხების შესყიდვიდან 2 წელი გავიდა, როგორც ელიავა ამბობს, რიგი კომპანიები კანონის დარღვევით კვლავ აიძულებენ მოქალაქეებს უკვე ჩამოწერილი ვალი მიატანინონ, რასაც შიძლება აღწევდნენ კიდეც მოქალაქეების დაბალი ფინანსური განათლების გამო.

აღნიშნული პრობლემის შესახებ სულ რამდენიმე დღის წინ განცხადება ,,ახალგაზრდა ადვოკატებმაც” გააკეთეს. ორგანიზაციის ცნობით, საერთო სასამართლოებში არაერთი სარჩელია წარდგენილი, რომელიც უკავშირდება  ვადაგასული ან უკვე განულებულის სესხების ,,გაცოცხლების” მცდელობას ეხება სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან. სარჩელების პარალელურად, კომპანიის წარმომადგენელბი უკავშირდებიან პროცესის მონაწილე მხარეებს და სთავაზობენ დავის მორიგებით დასრულებას, ვალდებულების გადანაწილებს და რესტრუქტურიზაციას, პროცენტის განულებას და ძირი თანხის დაფარვას, რაც ხდება მუქარის, ზემოქმედებისა და დაშინების ტერმინოლოგიით.

ორგანიზაცია ერთ-ერთ ასეთ კომპანიად „ფინანსურ ბიუროს“ ასახელებს.

report.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved