ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. რკინიგზის სადგურის დასახლებაში ერთმანეთს ,,ფოლცვაგენის” და “ოპელის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად, დაშავებულია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებიც ,,გორმედის” კლინიკაში გადაიყვანეს. ამ წუთებში, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. დაიწყო გამოძიება.
ნიუპოსტი
კომენტარები