გვატემალაში მასობრივი არეულობები გრძელდება. სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირება ათასობით ადამიანმა დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე გააპროტესტა.
აქციის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტის, ალეხანდრო ჯიამატეის გადადგომას მოითხოვდნენ. დემონსტრანტებმა კონგრესზე მიიტანეს შტურმი და შენობას ხანძარი გაუჩინეს.
არეულობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. 20-ზე მეტი აქტივისტი პოლიციამ დააკავა.
კომენტარები