• რეკლამა
  • კონტაქტი
12:00, ხუთშაბათი, 28 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამომღები კომპანიები მოქალაქეებს აშანტაჟებენ და ხანდაზმულ სესხებზე გადახდას სთხოვენ – „ახალგაზრდა ადვოკატები“

ალია ავტორი - ალია
16:39 11-21-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბოლო თვის განმავლობაში, განსაკუთრებით გააქტიურდნენ კონკრეტული ფინანსური კომპანიები, რომლებიც იძულებისა და დაშინების ფორმებით, მოქალაქეებს მოუწოდებენ გადაიხადონ თანხები სამომხმარებლო სესხებზე, რომელთა მიმართაც მოთხოვნის სამართლებრივი ვადები გასულია ან მთავრობის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს გადახადის ვალდებულება აღარ გააჩნიათ.

ორგანიზაცია ერთ-ერთ ასეთ კომპანიად „ფინანსურ ბიუროს“ ასახელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ბერდია ჯაჯანიძის განცხადებით, გაუგებარია ასეთი კომპანიების ქცევისა და კეთილსინდისიერების საკითხი.

არსებობს ორი ტიპის პრობლემა, როდესაც სესხი ხანდაზმულია ანუ ვადაგასულია და ფინანსური ვალდებულების შესრულების მოთხოვნა კომპანიას კანონი აღარ აძლევს, მაგრამ კომპანიები ცდილობენ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას და სხვადასხვა ფორმით მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადების აღდგენას და მეორე გარემოება, როდესაც 2018 წელს, საქართველოს მთავრობამ სესხების განულების პროგრამა განახორციელა, თუმცა უიმედო სესხების პორტფელი ბანკებმა თუ სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ამომღებ კომპანიებს გადასცეს.

დღესდღეობით, ამომღები კომპანიები დაკავებულია ე.წ. უიმედო სესხებზე ხანდაზმულობის ვადების აღდგენით. ასეთი სესხებზე საერთო სასამართლოებში არაერთი სარჩელია წარდგენილი.

სარჩელების პარალელურად, კომპანიის წარმომადგენლები უკავშირდებიან პროცესის მონაწილე მხარეებს და სთავაზობენ დავის მორიგებით დასრულებას, ვალდებულების გადანაწილებას და რესტრუქტურიზაციას, პროცენტის განულებას და ძირი თანხის დაფარვას, რაც ხდება მუქარის, ზემოქმედებისა და დაშინების ტერმინოლოგიით. ორგანიზაციის წარმოებაშია ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე ერთ-ერთი ასეთი საქმე და დაზარალებული მოქალაქეც.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს მოქალაქეებს, რომ ამომღები კომპანიების ასეთი სატელეფონო შეტყობინებების პირობებში, არ დასთანხმდნენ ხანდაზმულ სესხებზე რაიმე პირობას და არ მოახდინონ ვალდებულების შესრულების დაპირება.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებელთან საუბარი იწერება, ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლები წინასწარ აფრთხილებს მოქალაქეს, საუბარი კი შემდგომ  გამოყენებულია სასამართლოში იმის საჩვენებლად და მტკიცებულებად, რომ თითქოსდა მოქალაქე სასესხო ურთიერთობას რაიმე ფორმით აღიარებს.

ქართულ სამართლებრივ სივრცეში ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რაც არაერთხელ გამხდარა საერთო სასამართლოებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების საგანი.

მისი ზოგადი სამართლებრივი არსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტსაც, რომლის მიხედვითაც, ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია.

„….ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს…” (იხ. STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).

შესაბამისად, ორგანიზაცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ასეთ სარჩელებს იურიდიული პერსპექტივა არ გააჩნია და ამომღები კომპანიების შანტაჟს არ უნდა დაემორჩილონ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

“ჩემი ოპერაციების 98% მთავრდება “ნაწლავის გამოტანის” გარეშე” – კოლორექტალური კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საქართველოში
ახალი ამბები

“ჩემი ოპერაციების 98% მთავრდება “ნაწლავის გამოტანის” გარეშე” – კოლორექტალური კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საქართველოში

14:37 05-27-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს

13:51 05-27-2026
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ – თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ახალი ამბები

„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ – თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

13:20 05-27-2026
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო

11:30 05-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved