ეგვიპტის აღმოსავლეთ ნაწილში, სინაის ნახევარკუნძულზე ტერორისტებმა გაზსადენი ააფეთქეს. ამ მილსადენით ეგვიპტიდან ისრაელში ბუნებრივი აირის მიწოდება ხდება. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა. აფეთქების შემდეგ კომპანია GASCO-მ, რომელსაც გაზსადენი ეკუთვნის, ბუნებრივი აირის მიწოდება გათიშა, რის შედეგად ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა.
კომენტარები