• რეკლამა
  • კონტაქტი
08:01, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ზალკალიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა საქართველოში კიდევ უფრო გაიზარდოს

ალია ავტორი - ალია
12:29 11-18-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ძალიან შინაარსიანი და საგნობრივი საუბარი იყო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე, – ამის შესახებ მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შეხვედრის შემდეგ დავით ზალკალიანმა განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან საუბარში ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკის ყოფნა საქართველოში კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში. მხედველობაში ამერიკის შეერთებული შტატების მეტი ყოფნა საქართველოში ყველა მიმართულებით, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური მიმართულებით, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა ჩვენ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იმ გამოწვევებზეც იყო, რომელთა წინაშეც საქართველო რეგიონში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით დადგა.

„ვთანხმდებით, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთა, რომ საქართველოს ამერიკის გარეშე ძალიან გაუჭირდება ამ გამოწვევებთან გამკლავება. ამიტომ, მათი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ ის პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც მართლაც უმაღლეს ნიშნულზეა, მაგრამ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ ეს თანამშრომლობა განვითარდეს, თვისობრივად ახალ დონეზე ავიდეს და ჩვენ დღეს დავინახეთ ჩვენი მთავარი პარტნიორისგან ამის მზაობა“, – დასძინა ზალკალიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრა აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მომავალში „უნდა ველოდოთ, ამერიკის მეტ ჩართულობას, მეტ აქცენტს რეგიონთან, საქართველოსთან მიმართებაში, რადგანაც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე, სანდო პარტნიორი, დასაყრდენი“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved