• რეკლამა
  • კონტაქტი
09:09, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამოგვიცხადეს, რომ დეკემბრიდან კოვიდ19-ზე ვაქცინაცია დაიწყება” – რას წერს ამერიკაში მცხოვრები ექიმი

ალია ავტორი - ალია
00:34 11-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

დღეს გამოგვიცხადეს სამსახურში, რომ დეკემბრის პირველი კვირიდან თანამშრომლების კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყება. როგორც ჩანს, ორივე კომპანია, ფაიზერიც და მოდერნაც ცდილობს emergency use ავტორიზაცია სასწრაფოდ მოიპოვოს. ჰოსპიტალმა დაიწყო საჭირო პირობების ორგანიზება ვაქცინების შესანახად. თანამშრომლები რისკ ჯგუფებად დახარისხდებიან და რიგის მიხედვით მოხდება მათი აცრა. ჯერჯერობით საუბარია ნებაყოფლობით აცრაზე. გრიპის ვაქცინა სავალდებულოა უკვე წლებია. ხშირად მეკითხებიან და აქვე დავწერ. გრიპზე მეც და მთელი ჩემი ოჯახი, 9 და 10 წლის შვილების ჩათვლით ავიცერით ჯერ კიდეც ოქტომბრის დასაწყისში.

აქვე გვითხრეს, რომ საუდის არაბეთი იწყებს მთლიანი მოსახლეობის აცრას ჩინური ვაქცინით, ისრაელის მთავრობამ შეიძინა მოდერნა, ფაიზერი და რუსული ვაქცინაც კი. განსხვავებული პროპორციით იგივე გააკეთეს ევროპული ქვეყნების მთავრობებმაც და პირველი ყველგან რისკ ჯგუფები აიცრებიან. ცხადია, front liners პირველები. მოკლედ, იქნებ შემდეგი წელი ყველას ერთად უკეთესი გვქონდეს. მანამდე კი გთხოვთ, დაიცავით პრევენციის წესები. დაინდეთ ერთმანეთი და წინა ხაზის მებრძოლები

ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა!!!

ქორწილებს, დაბადების დღეებს და კოვიდ-საშიშ გართობებს ვაქცინაციის მერე ყველანი მოვასწრებთ.

P.S. სააგენტოებს ვთხოვ, ნუ შეიყვანენ შეცდომაში მოსახლეობას. განიუსებული ვერსიები ვნახე სათაურებით თითქოს ვაქცინაცია უკვე დაიწყო. მსგავსი რამ არსად წერია ამ ტექსტში. მე ამბავი მოგიყევით. არც ის მიხსენებია ვაპირებ თუ არა მე თვითონ აცრას. ჯერაც ველოდები კვლევის შედეგებს, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილება მივიღო. გთხოვთ, პატივისცემით მოეპყარით თქვენს მკითხველსაც და პოსტის ავტორსაც.”

თეგები: ვაქცინაკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved