• რეკლამა
  • კონტაქტი
09:09, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის როზაჩკა კაკალაშვილი, რომელსაც სააკაშვილმა ცივად უპასუხა და რას უყვება “ალიას”?

ალია ავტორი - ალია
19:58 11-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
144

ორიოდე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილს, „ფეისბუქზე“ მორიგი ლაივ-ჩართვა ჰქონდა, რომლის დროსაც, ერთ-ერთმა ქართველმა ემიგრანტმა დაახლოებით ასეთი ტექსტი მისწერა – ბატონო მიშა, უთქვენოდ არაფერი გამოდის და იქნებ ჩახვიდეთ საქართველოშიო, სააკაშვილმა მას „ლაივში“ ასე უპასუხა:

 „რა ვქნა, უშენოდ არაფერს მიაღწევენ, ჩადი შენ საქართველოში, მწერს ვიღაც როზაჩკა კაკალაშვილი უცხოეთიდან. ქალბატონო როზაჩკა, თქვენც რომ ჩახვიდეთ ხომ არ გინდათ? ადვილია რჩევების მიცემა…

მოგვიანებით, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა თავის მომხრეებზე და აღნიშნა, რომ მათაც უნდა გაანძრიონ ხელი, მის დაბრუნებაზე.

„ალიამ“ იპოვნა ცნობილი კომენტარის ავტორი, როზაჩკა კაკალაშვილი, რომელიც წლებია ემიგრაციაში ცხოვრობს:

– 18 წელია ვცხოვრობ საბერძნეთში, სალონიკში. პატარა ვიყავი, აქ რომ ჩამოვედი, დედა მყავს ბერძენი. ჩამოვედი და შემოვრჩი. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დავბრუნდე და მანდ ვიცხოვრო. საქართველოს ამბებს მუდმივად ვეცნობი და გული და სული მანდ მაქვს დატოვებული. ბევრი ჩემი ნათესავი და ახლობელი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ახლა ჩემ მაგივრად იბრძვის და ჩემ გასაკეთებელს აკეთებს, მე აქედან ვცდილობ მათ დახმარებას, რითიც შემიძლია და მჯერა, ყველანი ერთად, ჩვენ აქედან და თქვენ მანდ, საერთო საქმეს ვაკეთებთ. არ არის ის შესაძლებლობა, რომ საქართველოში ადამიანურად იცხოვრო. მიშამ რაც თქვა, გააკეთა. მეტის გაკეთების საშუალება ჩვენ თვითონ არ მივეცით, თორემ მეტს გააკეთებდა. ყველა მეუბნება, რომ უფრო და უფრო რთული და ძნელი გახდა საქართველოში ცხოვრება, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქვეყანას. ალბათ, მომავალში ჩამოვალ, ახლა ვერა. ახლა რაც პირობებია საქართველოში, ამ პირობებში შვილს ვერ გავზრდი, მეშინია, რომ შვილი ჩამოვიყვანო. ნარკოტიკები, ქურდობა, უსამართლობა, ფინანსური პრობლემები – ყველაფერი ერთადაა ქვეყანაში და წინ ვერ წახვალ ადამიანი.

– მიხეილ სააკაშვილს ლაივის დროს მიმართეთ და საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდეთ, მან კი გიპასუხათ – თქვენ ჩადით, ადვილია ასე რჩევების მიცემაო, როგორ მიიღეთ მისი პასუხი, გეწყინათ?

– იმ დროს, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ყველაფერი რაც შინაგანად დუღდა, გადმომივიდა, გამოვხატე მთელი ის დაღლა, რაც წლების მანძილზე გვიგროვდება. ერთი მაგის იმედი მქონდა, რომ სააკაშვილი ჩავიდოდა საქართველოში და რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. იმედს არ ვკარგავ, მგონია, რომ მაინც ჩავა საქართველოში. ჭირდება ალბათ, რომ ეხვეწო, (იცინის) მინდოდა მიმეწერა, რა გინდა, წითელი ხალიჩა ხომ არ დაგიფინო-თქო. პირადშიც მინდოდა მიმეწერა, გავხსენი კიდევ და მერე გადავიფიქრე. ხვეწნაზე ხუმრობით ვთქვი და ისე კი, ვფიქრობ, ამ ეტაპზე იმიტომ არ ჩადის საქართველოში, რომ პროვოკაციულ დარტყმებს ერიდება, საბერძნეთში ემიგრანტებთან შესახვედრად რომ ჩამოვიდა, ყველამ ვნახეთ, რა მოხდა… არ იცი, რა შეიძლება გააკეთონ და რა შეიძლება მოხდეს, არ იცი, ვინ დაზარალდება, ვფიქრობ, ამას უფრთხილდება. მგონი, არ მოეწონა ჩემი კომენტარი, მივიღე ცივი პასუხი, მე ვიგულისხმე, რომ მიშა უნდა ჩამოვიდეს, მიხედოს მაქაურობას, მაგრამ როგორც მივხვდი, მან გაიგო ისე, რომ მასზე ზეწოლის მოხდენას ვცდილობთ, თუმცა, ნამდვილად არ მიგულისხმია რამე მსგავსი. იმედი მაქვს, ერთ დღეს ყველაფერს ავუხსნი. დედააზრი ჩემი კომენტარის იყო ის, რომ მის გარეშე ქვეყანაში სიტუაცია ვერ შეიცვლება. რაღაცა უნდა ქნას, რომ ეგ ვირთხა ადამიანი, მაქედან გააცილოს. არ ვიცი, თვითონ, როგორ მიიღო, მაგრამ, ფაქტია, ცივად მიპასუხა… მომწერეს საქართველოდან, რომ ასე არ უნდა გეთქვა პრეზიდენტისთვისო, მე გულწრფელად რაც გავიფიქრე, რაც გულიდან ამომივიდა, ის ვთქვი, თორემ, ჭკუას ხომ არ ვასწავლი, ვიცი, როგორი განათლებული ადამიანია. ზურგსუკან სათქმელი და  დასამალი არაფერი მაქვს, აქაც, საბერძნეთში რო, იყო შეხვედრა, ვერ მოვახერხე მისვლა ამ პანდემიის გამო, თორემ, აქაც იგივეს ვეტყოდი ჩემ პრეზიდენტს, შეიძლება ჩემი ქართულით ისე კარგად ვერ გამოვთქვა აზრი, როგორც საჭიროა… ბევრი რამ მაქვს სათქმელი მისთვის, ოდესმე აუცილებლად ჩამოვალ, ღმერთის შეწევნით და ვეცდები მოვახერხო და ავუხსნა, რას ვფიქრობ, მოვუყვე ჩემი ტკივილი, ჩვენი ხალხის ტკივილი, არ არის ადვილი ემიგრაციაში ყოფნა… სახლი გვაქვს და სახურავი არა გვაქვს – აი, ასე ვართ აქ.

– რას ურჩევთ ოპოზიციას?

– მომწონს, რასაც ვუყურებ, ქართველი ხალხი როგორ მხნედ დგას და თავსაც კი სწირავს, ამ სიცივეში, ადამიანებს ცივი წყლის ჭავლი მიუშვირეს და მაინც დგანან. რა უნდა ვურჩიო, თავადაც კარგად ურჩევენ თავს, მხოლოდ ის მინდა ვუთხრა, რომ არ დანებდნენ.

– რა ხდება საბერძნეთში პანდემიის კუთხით? მანდაც არის შემთხვევები, რომ მძიმე პაციენტები კლინიკაში ვერ გადაჰყავთ? სახელმწიფო დახმარების პროგრამები როგორია, მათთვის, ვინც ახლა ვერ მუშაობს?

– ჩემთვის ეს არის გრიპი, ადრე არ ითვლიდნენ ციფრს და რიცხვს და არ ჰქონდა სახელი, ახლა აქვს სახელი და ითვლიან. ნებისმიერი ავადმყოფობა შეიძლება გართულდეს, თუ არ მიხედავ. ამბობენ, რომ საავადმყოფოები აქაც სავსეა და თითქმის არ არის ადგილი, მაგრამ ის, რომ აქ ვინმე გარდაიცვალოს უპატრონობით, მიუხედაობით – ნამდვილად არ გამიგია. მძიმე პაციენტი, კლინიკაში გადაჰყავთ. თუმცა, ერთ ფაქტს გეტყვით, ბებია რომ მოუკვდა მეგობარს, ხელი მოაწერინეს, რომ კორონათი გარდაიცვალა – არადა, პნევმონია ჰქონდა, ასაკში იყო და საერთო ჯამში, გარდაცვალების მიზეზი გახდა პნევმონია. შარშან მეც მქონდა ზუსტად იგივე სიმპტომებით გრიპი, ძალიან ცუდად ვიყავი და გადავიტანე. ახლა მეც ვერ ვმუშაობ, მანამდე ვმუშაობდი კლუბში, მიმტანად, ახლა ვზივარ სახლში. დახმარებებს რაც შეეხება, 534 ევროს ვიღებ დახმარებას, მამა იღებს პენსიას 300 ევროს და ქირას ვიღებ 100 ევროს. პროდუქტებიც მოაქვთ ხოლმე, მაგალითად, წინა ჯერზე, სამი თვით რომ ვიყავით ჩაკეტილნი, სამჯერ მოგვიტანეს, მინიმალური პაკეტი. თუმცა, პროდუქტები დედამაც აიღო რუსთავში, ჩამოსულიყო იყო და მაგ დროს დაიკეტა საზღვრები, მოუწია საგანგებო მდგომარეობის დროს მანდ ყოფნა და მიუტანეს პროდუქტები, გაუკვირდა, ივანიშვილმა როგორ გაიმეტა პურის ნამცეცები ქართველი ხალხისთვისო – არჩევნები მოდიოდა და როგორც ჩანს, იფიქრა ბიძინამ, რომ მაგ დროს უნდა გამოსულიყო სოროდან.

ალია

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved