• რეკლამა
  • კონტაქტი
18:25, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცოტნე გამსახურდიას კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს – როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ალია ავტორი - ალია
12:11 11-17-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

პირველი პრეზიდენტის შვილს ცოტნე გამსახურდიას, რომელიც გერმანიაში რეაბილიტაციის კურსს გადის, კიდევ ერთი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

ამ ინფორმაციას ოჯახის ახლობელი თინათინ მღვდლიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის:

„მათთვის, ვისაც ცოტნე გამსახურდიას ამბავი ადარდებს და აინტერესებს!

გერმანიიდან მაცნობეს, რომ 13 ნოემბერს ცოტნე გამსახურდია დააბრუნეს სარეაბილიტაციო ცენტრში. ასე რომ, ცოტნეს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია კვლავ გრძელდება!.. ეს კარგი ამბავია!..

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ვაჟს 28 ოქტომბერს ჩაუტარდა ერთადერთი, ურთულესი ოპერაცია და წარმატებით განხორციელდა ორივე იმპლანტის ინსტალაცია (თავის ტრეპანაციის დროს ამოღებული ძვლების ნაცვლად, ჩაუდგეს იმპლანტები, ანუ ჩატარდა თავის პლასტიკური ოპერაცია და აღდგა თავის ფორმა. ცნობისათვის: ეს გახლავთ მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი მასალა, თვით ტიტანზე ძვირფასიც კი…). ოპერაციას გართულებები არ მოჰყოლია.

ჯანმრთელობა ვუსურვოთ ცოტნეს!

წინ დიდი ბრძოლები ელის!

უფლის წყალობით, ყველა ბრძოლა მოეგოს!

ლაზარესავით აღდგენილი დაგვიბრუნდეს!

გამხნევდი და გაძლიერდი, ცოტნე!

უსაშველოდ გვჭირდები!..

თეთრხალათიანებო, გვეიმედებით!..

სპონსორებს უღრმესი მადლობა !..

„ვერცერთი მღვდელი ვერ ბედავდა გამხდარიყო ჩემი მოძღვარი სიკვდილის შიშით. ხშირი იყო ტერორის შემთხვევები, ერთადერთი იყო მამა გაბრიელი, სალოსი გოდერძი ურგებაძე, რომელიც ბედავდა ჩემთან საუბარს, ვინაიდან სიკვდილის არ ეშინოდა, მაგრამ მოძღვრობა მას არ შეეძლო. მან ერთადერთმა გაბედა მოენათლა ჩემი ვაჟი ცოტნე (სუკის შერისხვა შვილებზეც გრძელდებოდა), ისიც თავის ბინაში, სადაც სამლოცველო ჰქონდა მოწყობილი“. ზვიად გამსახურდია

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა. ცოტნე გამსახურდია თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ თურქეთის კლინიკაში, მოგვიანებით კი გერმანიის ერთ-ერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში, ჰაიდელბერგში (Kliniken Schmieder Heidelberg), სადაც ამ დრომდე გადის რეაბილიტაციის კურს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved