• რეკლამა
  • კონტაქტი
21:18, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩამოდი, მიშა, ჩამოდი! სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!” – ხათუნა ხოფერია

ალია ავტორი - ალია
17:50 11-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ჩამოდი, მიშა, ჩამოდი!

ჩამოეთრიე და შენი თვალით ნახე რა შარში ხარ!

ბარამიძის ღრიალს მოვკარი ყური. ისეთი ერთგულებით და სიყვარულით მოგიხმობდა, ისე გიმტკიცებდა ძმობას, ეგრევე ზურა გამახსენდა. ოღონდ, მკვდარი. იმასაც მასე უმტკიცებდა მადლიერებას, როცა გაკიოდა, გაზით გაიგუდაო…

და, იცი, რა ვიფიქრე?!

მაგრად ეზიზღები ბარამიძეს!

ჰო, იმ დღიდან ეზიზღები, ზურა რომ მოკალი. მერე კი გადაიბირე, იმავე დილას, იმავე დილის 4 საათზე. აი, ავარიაში რომ მოყევი და მკვდარ ზურასთან არ მიუშვი… ჯერ ჩემთან მოდიო, რომ უთხარი. გიამ ხომ კარგად იცის, რატომაც არ მიუშვი იქ მანამ, სანამ ნარდს, საფერფლეს, კონიაკს და სხვა “მტკიცებულებებს” არ დაალაგებდნენ.

იცის…

ისიც იცის, რისი გეშინოდა… მაშინ, ჯერ კიდევ ჰქონდა გიას სინდისი და იცოდი, ცხელ გულზე სიმართლეს იყვირებდა.

ჰო, ცოტა გადავუხვიე სათქმელს. მოკლედ, ბარამიძეს მაგრად ეზიზღებითქო, მაგას ვამბობდი. ეზიზღები ისევე, როგორც ეზიზღებათ ხოლმე ის, ვინც კაცობა შეულახა, ღირსება წაართვა, ნამუსი ახადა!

მიშა, შენ ხომ იცი, რომ ეს ასეა?!..

ჰო და, ჩამოდი! შენი “ერთგული კაცები” გელიან!

ერთსაც გეტყვი, მეცოდები!

შენ ხომ გკიდია ესენი ყველანი… აბა, როგორ შეიძლება, არ გეკიდოს გუბოზი, შალიკო, შენს ცხენზე უკუღმა შემჯდარი ღრიღოლი და მელია, მკვდარზე ვენოკად ქცეული ბურჯანაძე, შენი გინებით მოფერიანებული გიგა ჩერგოლეიშვილი და სხვა ამდაგვარი მრავალი წვრილფეხობა…

მაგრამ … აი, მათ როგორ კიდიხარ, ეგაა აღმაშფრთოვანებელი (როგორც ჩვენი ელიჩკა იტყოდა) !!! სიამოვნებით გამოგჭამენ ხორხს! გაგასამართლებენ ლინჩის წესით.. იმიტომ კი არა, რომ მართლა დამნაშავე ხარ, მკვლელი ხარ, საქართველოს მტერი ხარ… არა… იმიტომ, რომ შენს სექტას ამათ არ უთმობ… შენს მხარდამჭერებს ამათზე არ ამუშავებ, არ ეშვები, არ კვდები, არ ჩაძაღლდი…

ახლა, მითხარი, ხომ ხარ ცოდო კაცი?!

ხომ ხარ ხავსს მოჭიდებული წყალწაღებული?!

ხომ ხარ შეშინებული?!

ხარ! .. და უნდა გეშინოდეს კიდეც!

ასე, რომ ჩამოდი! როდემდის უნდა ეკიდოს ძუით დამოკლეს მახვილი შენი გარიგვინებული თავის ზემოთ… სადაც ვიწროა იქ გაწყდეს!

ჩემსას არ დავწერ! ისედაც ბევრი მაქვს ნათქვამი!

ქმედება და მხოლოდ ქმედება!

მორჩა!”

თეგები: მიხეილ სააკაშვილიხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved