• რეკლამა
  • კონტაქტი
17:57, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“7 თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ და თურმე მკვლელს შვილების ყურება, მოფერება ნდომია, გესმით?!!!

ალია ავტორი - ალია
15:40 11-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

აღდგომას თიკა მახალდიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. კომენდანტის საათის დროს, საკუთარ სახლში მყოფი, მომღერლის დედა თამუნა ანთელავა, მოპირდაპირე კორპუსიდან ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა.

გასროლმა ნასვამმა სამართალდამცავმა იოსებ გაბრიაძემ განახორციელა. თამუნა ანთელავა ადგილზე დაიღუპა

მომდევნო სასამართლო სხდომა მომღერლის დედის გარდაცვალების საქმეზე 20 ნოემბერს არის ჩანიშნული. გარდაცვლილის დისშვილმა, პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

“აი, ეხლა ყველამ კარგად მომისმინოს, ნაცნობმაც და უცნობმაც!!! 7თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ მთელი ოჯახი, ხან ეკლესიის კართან ატუზულები, ხან სახლში ხატებზე მიპყრობილი თვალებით, ხან მის სურათებს მიშტერებულები, გაოგნებულები, განადგურებულები და ღმერთს მინდობილნი! ცრემლი ვერ შეგვიშრია და გონს ვერ მოვსულვართ, სად გაგვიფრინდა ასე ერთ წამში ჩვენი სიფრიფანა, დახატული, ჯან-ღონით სავსე გოგო! ვისი და რისი გულისთვის გავმწარდით ასე? უამრავ კითხვაზე პასუხის ძიებაში სანამ ვართ, ასე ღონემიხდილები, თურმე ამ დროს მავანნი სარგებლობენ და იბრძვიან დამნაშავის გასანთავისუფლებლად, ახალგაზრდა კაცს თურმე შვილების გაზრდაში მონაწილეობის მიღება, მათი ყურება ნდომია, გესმით?! შვილების ყურება, მოფერება, სიცოცხლით ტკბობა, გესმით?!!!

მივმართავ ყველას, ვისაც ეს საქმე ეხება თუ არ ეხება, ყველას!!! ღმერთი არავის გაუწყრეს და ისე არ შემოაბრუნოს საქმე, რომ უსამართლობის განცდა დაგვრჩეს ოჯახს!!!

მისი შვილების თვალებში ჩაიხედეთ ჯერ, დედამისს ჩახედეთ თვალებში, მის დას, მეუღლეს, ჩემამდე მოდით და მნახეთ, რას დავემსგავსე!!! კირას სურათისკენ მიპყრობილ თვალებს ჩახედეთ და მერე გამოუტანეთ იმ ნაძირალას განაჩენი!!! დეიდაჩემი ძალიან ახალგაზრდა იყო საამისოდ, არავის არ ვუსურვებ, მტერსაც კი, მსგავსი რამ განეცადოს, რასაც ჩვენ განვიცდით! კაცობა ეყოს და თვითონვე მოითხოვოს უმაღლესი სასჯელი,  თუ შერჩენია კაცობა!!! ღმერთის გეშინოდეთ, შვილები გეზრდებათ და მათთვის თვალებში ჩახედვის არ შეგრცხვეთ მერე!!!!”- წერს მომღერლის დეიდაშვილი და გარდაცვლილის დისშვილი.

მოახლოებულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, პოსტი გამოაქვეყნა თავად თიკა მახალდიანმაც.

“20 ში სასამართლოა… შეიძლება საბოლოოც, არ ვიცი რა მოხდება რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება არასადაოდ ცნო და ეთანხმება გამოძიებას.

დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი ისე დამთავრდება როგორც საჭიროა და ჩემი ოჯახის და ჩემი ოჯახის გულშემატკივარი ხალხის ( ვიცი რომ ძალიან ბევრია) დასაკმაყოფილებლად.

დიდი იმედი მაქვს რომ სამართლიანი იქნება განაჩენი. მართალია ეს ჩვენ ტკივილს ვერანაირად ვერ შეცვლის რომელიც დღითიდღე უარესდება , მაგრამ მინდა რომ დაისაჯოს უდანაშაულო ულამაზესი დედაჩემის მკვლელი, რომელიც სახლში იჯდა და ემალებოდა კორონას, და კარანტინში, მეტიც კომენდანტის დროს, გაძღა “ვაჟკაცი” და გაისროლა აღდგომის აღსანიშნავად. ხოდა დაისაჯოს დიახ ვითხოვ და მოვითხოვ!”

თეგები: თიკა მახალდიანიკრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved