• რეკლამა
  • კონტაქტი
14:47, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

7 ცხოველი, რომელიც კოვიდ19-ით ინფიცირდება – როგორ დავიცვათ ისინი ვირუსისგან?

ალია ავტორი - ალია
14:08 11-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

COVID-19-ით ინფიცირებული ცხოველების სრულყოფილი სია ჯერ შედგენილი არ არის. თუმცა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ავადდებიან:  

  1. თრითინა (დედოფალა, სინდიოფალა); მათ სიმპტომები თითქმის არ აქვთ, თუმცა შეუძლიათ ვირუსი ერთმანეთს გადასდონ (ისინი SARS-CoV-1-თაც ინფიცირდებიან);
  2. წაულა (თრითინას მსგავსად, ისიც კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენელია); წაულები რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირდებოდნენ, ჯერ კიდევ აპრილში იყო ცნობილი. როგორც ჩანს, ვირუსი მათში ადვილად ვრცელდება და დაავადება სხვადასხვა გზით ვლინდება. ეს შეიძლება იყოს უბრალო სურდო ან ფილტვების სერიოზული დაზიანება. წაულების ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა დანიაში, ნიდერლანდებში, შვედეთში, იტალიაში, ესპანეთსა და აშშ-ში. 
  3. ძაღლები; თუმცა მათთვის ვირუსის გადაცემა საკმაოდ რთულია და არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ.
  4. კატისებრთა ოჯახის წევრები (კატები, ლომები, ვეფხვები); ყველაზე ცუდ შემთხვევაში, კატებში სიმპტომები მინიმალურია, ლომებსა და ვეფხვებში კი თვალსაჩინო გამოვლინებები აღინიშნება. ცხოველებს შეუძლიათ ერთმანეთი დააინფიცირონ. 
  5. ეგვიპტური მფრინავი ძაღლები;
  6. სირიული ზაზუნები; მათ სიმპტომები თითქმის არ აქვთ, თუმცა ვირუსის ერთმანეთზე გადაცემა შეუძლიათ;
  7. პრიმატები, კერძოდ კი – მაკაკები.


ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად, არ დაინფიცირდნენ ღორები და შინაური ფრინველები (ქათამი, იხვი, ინდაური). ჯერჯერობით, კოვიდაფეთქება ფერმერებში, მხოლოდ წაულების შემთხვევაში დაფიქსირდა. შინაურ ცხოველებში სიკვდილიანობის შემთხვევები ცნობილი არ არის და მათ მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.

შეიძლება თუ არა, COVID-19 ჩემი შინაური ცხოველისგან გადამედოს?

ამ დროისთვის არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ შინაური ცხოველისგან ინფიცირების რისკი დაბალია. მსგავსი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ბეწვის გადამამუშავებელი ფერმის პერსონალი  წაულებისგან დაინფიცირდა.

 
უფრო მეტიც, შინაური ცხოველები, როგორც ჩანს, არც ისე ხშირად ავადდებიან. მაგალითად, აშშ-ში, სადაც რეკომენდებულია ცხოველების ტესტირება სიმპტომების გამოვლენის ან დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში, კოვიდინფიცირებული მხოლოდ 54 კატა და ძაღლი გამოვლინდა.ზოგადად, ინფექციის გავრცელების მასშტაბების მიუხედავად, მთელ მსოფლიოში შინაურ ცხოველთა ინფიცირების არც ისე ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული. 

და მაინც, როგორ დავიცვათ თავი?

სამედიცინო და ვეტერინარული ორგანიზაციები რაიმე განსაკუთრებულ რეკომენდაციებს არ გასცემენ. ისინი გვირჩევენ დავიცვათ უსაფრთხოების ჩვეულებრივი ზომები, რაც ხელს უწყობს ნებისმიერი ვირუსისგან, ბაქტერიისა თუ სოკოსგან დაცვას. კერძოდ, დაიბანეთ ხელები ცხოველთან ან მის საკვებთან, ნარჩენებთან ან ნივთებთან კონტაქტის დაწყებამდე და შემდეგ, ამავდროულად, არ მისცეთ ცხოველს უფლება სახე გაგილოკოთ.


თუ ცხოველს საეჭვო სიმპტომები აღენიშნება, უმჯობესია თქვენს ვეტერინარს გაესაუბროთ და უსაფრთხოების შემდეგი ზომები დაიცვათ:


–    ცხოველი სახლიდან არ გაიყვანოთ. გამონაკლისი უნდა დაუშვათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ის ვეტერინართან მიგყავთ ან თქვენი შინაური ცხოველი ძაღლია და მას გასეირნება სჭირდება. თუმცა ამ უკანასკნელ შემთხვევაში რეკომენდებულია, რომ გარეთ ყოფნის ხანგრძლივობა მაქსიმალურად შეზღუდოთ და სხვა ადამიანებისა თუ ცხოველებისგან 2 მეტრის დისტანცია დაიცვათ;
–    თქვენი შინაური ცხოველი ოჯახის წევრებისა და სხვა ცხოველებისგან განცალკევებით ამყოფეთ. გამოუყავით მას თავისი ჭურჭელი, სათამაშო და სხვა საჭირო ნივთები;
–    მოსასაქმებლად მას ცალკე ადგილი გამოუყავით;
–    ატარეთ ხელთათმანები ცხოველის ფეკალიის ან მის ბიოლოგიურ სითხესთან კონტაქტის დროს. ფეკალია მოათავსეთ პარკში, რომელსაც თავი ეკვრება;
–    ახლო კონტაქტის დროს პირბადე გაიკეთეთ; 
–    ხშირად დაიბანეთ ხელები და სანამ არ დაიბანთ, სახეს არ შეეხოთ.


არ არის საჭირო ამა თუ იმ მეთოდით ცხოველის დეზინფექცია ან მისთვის ნიღბის გაკეთება. ეს საზიანოა. თუ ცხოველის მდგომარეობა  გაუარესდა, დაუკავშირდით თქვენს ვეტერინარს.

შეიძლება თუ არა შინაური ცხოველი ჩემგან დაინფიცირდეს?

შესაძლოა. დაფიქსირებულ შემთხვევებში ცხოველები ძირითადად ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტის შედეგად დაავადდნენ.

როგორ დავიცვა ჩემი შინაური ცხოველი? 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი გირჩევთ, შინაური ცხოველების ინფექციურ უსაფრთხოებაზე იზრუნოთ ზუსტად ისე, როგორც ამას თქვენი ოჯახის წევრების შემთხვევაში აკეთებთ. მაგალითად, თქვენი შინაური ცხოველი სხვა ადამიანებსა და ცხოველებს ორი მეტრის დისტანციაზე არ უნდა მიუახლოვდეს (რა თქმა უნდა, გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ისინი, ვინც მასთან ერთად ცხოვრობს). 


თუ თქვენ დაინფიცირდით, საჭიროა იზოლაცია იმ ადამიანებისა და ცხოველებისგან, რომლებთანაც ცხოვრობთ. თუ ამ სიტუაციაშიც კი შინაურ ცხოველს უნდა მოუაროთ,  გაიკეთეთ ნიღაბი, კონტაქტამდე და კონტაქტის დასრულების შემდეგ კი ხელები კარგად დაიბანეთ. ასევე აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შინაური ცხოველის კონტაქტი გარესამყაროსთან უნდა შეიზღუდოს: აქ მოქმედებს იგივე წესები, რაც იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდა.

წყარო – იმედინიუსი

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved