• რეკლამა
  • კონტაქტი
08:23, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვიღაცამ თქვა, ასპირინი კორონას კურნავსო და ყლაპეს ინდაურებივით“

ალია ავტორი - ალია
17:50 11-15-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
413

დღეისთვის ოზურგეთში ერთი ფირფიტა (ათი აბი) ასპირინი 25 ან 30 თეთრი ღირს. ანუ, საწყის ფასს დაუბრუნდა.

თუმცა, რა ხდებოდა ერთი თვით ადრე? როგორი „ასპირინის ბუმი“ იყო ოზურგეთში, ყველას ახსოვს. აფთიაქებში ვერსად იშოვიდით. სამაგიეროდ, მემწვანილიდან დაწყებული, ლამის ყველა ჰყიდდა ერთ ფირფიტას (ათი აბი) 1,20 ლარად.

„გურია ნიუსი“ ამის შესახებ წერდა და მოქალაქეთა გამოკითხვის მიხედვით,  პასუხი ორაზროვანი იყო:  ზოგი ამბობდა, რომ  ასპირინი საზამთროდ კონსერვების შესანახად სჭირდებოდათ. ზოგიც დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ის კორონას საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება იყო.

სიმართლესთან ახლოს, მეორე ვერსია აღმოჩნდა, რადგან საზამთროდ კონსერვებს ყოველ წელს ინახავს ხალხი და ასეთი მოთხოვნა  არასდროს ყოფილა. გარდა ამისა, ჩვენთან საუბარში არაერთმა მოქალაქემ დაადასტურა რომ მართლაც კორონას საწინააღმდეგოდ ყიდულობდნენ.

_ კი ასე იყო, ვიღაცამ თქვა, კორონას კურნავსო და მიადგნენ და ყლაპეს  ინდაურებივით. მერე სხვამ, ვიღაც მადლიანმა დაწერა, არაა,  ბატონო, ეს ინფორმაცია სწორი, უარესი არ გამოდგეს, ექიმის დანიშნულების გარეშე ნურაფერს დალევთო. ამის შემდეგ  შეწყვიტეს  ყლაპვა  და „ტაციობა“. ამიტომაც  დაუბრუნდა საწყის ფასს, მაგრამ ის თუ იყო საკითხავი, რატომ არ იყო აფთიაქებში ასპირინი და იქამდე, ყველა მემწვანილეც კი ყიდდა? ძნელი მისახვედრია, საიდან მარაგდებოდნენ? ესაა შავი ბიზნესი. ხალხის ზურგზე გამდიდების მსურველთა რიცხვი, შემცირების გარდა , უფრო რომ იზრდება და, ჯერჯერობით, ვერავინ შველის ამ საქმეს, _  გვეუბნებიან ოზურგეთელი მოქალაქეები.

gurianews.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved