საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 4-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება.
შეკრებაზე შეზღუდვის დარღვევისთვის პოლიტიკური პარტიები 5 000 ევროთი, შეკრებების ორგანიზატორები 3 000 ევროთი ხოლო მონაწილეები 300 ევროთი დაჯარიმდებიან.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საბერძნეთში კორონავირუსის 72,510 შემთხვევაა დაფიქსირებული.
კომენტარები