• რეკლამა
  • კონტაქტი
20:00, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს უმასპინძლებს

ალია ავტორი - ალია
12:09 11-15-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში დინამო არენაზე სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩისთვის 27 ფეხბურთელი ემზადება.

ცნობილია, რომ სომხეთთან შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია გამოტოვებენ. კორონავირუსის გამო გუნდს კვლავ ვერ დაეხმარებიან ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია.

სომხეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები მესამე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს და ეს მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. დღევანდელი მატჩი დინამო არენაზე უმაყურებლოდ ჩატარდება. შეხვედრა საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.

„ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის შემდეგ, მძიმე ღამე იყო. ფიქრობ ამ დღეზე, მაგრამ ახლა ეს ისტორიაა. ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწიეთ, რადგან ეს თამაში 0:1 წავაგეთ. ერთი შეცდომა დავუშვით დაცვაში და თამაში ჩრდილოეთ მაკედონიამ მოიგო. მათ წინა თამაშებში, ყველა მცირე შანსიც გამოიყენეს, რათა გოლი გაეტანათ. ხარისხი აჩვენეს მათმა გამოცდილმა მოთამაშეებმა. ჩვენ წინა თამაშებში ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ არა ამ შეხვედრაში. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ეპიზოდს, რომელშიც კრეატიულობა დაგვაკლდა და დავმარცხდით.

ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო, ასეთი დამწუხრებული არასდროს ვყოფილვარ. მეც და ჩვენი ბიჭებიც, ასევე ყველასთვის ძალიან უიღბლო დღე გამოდგა. ასეთი შანსის გამოუყენებლობა დიდი იმედგაცრუებაა, მაგრამ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ახლა შემდეგი თამაშისთვის ვემზადებით, რომელიც სომხეთის წინააღმდეგ უნდა გავმართოთ. ბიჭებს ვუთხარი, რომ თავი მაღლა ასწიონ და მაქსიმუმი გავაკეთოთ.

ვფიქრობ, რომ დღევანდელ თამაშს ვინც მოიგებს, ის იქნება ერთა ლიგის ჩვენი ჯგუფის გამარჯვებულიც. სამომავლოდ ახალ ლიგაში უფრო ძლიერ გუნდებთან თამაში ამ ბიჭებს ნამდვილად გამოადგებათ.

ვნახავთ, როგორ იქნება ახალი სტარტი, რადგან ასეთი იმედგაცრუების შემდეგ რთულია, მაგრამ განწყობა უნდა დავიბრუნოთ. მომდევნო თამაშში შანსი მიეცემა რამდენიმე მოთამაშეს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იყო.

შევიკრიბეთ, ვისაუბრეთ ამ მატჩის შესახებ, ამ წარუმატებელი თამაშის შესახებ, ყველა ძალიან იმედგაცრუებულია, ზოგი ტიროდა, ზოგი ძალიან გადაღლილია. ბიჭებს ასევე შეხვდა ლევან კობიაშვილი, ფედერაციის პრეზიდენტი და ძალიან ემოციურად ესაუბრა მათ. ის ნამდვილად კარგი პრეზიდენტია. მე და ლევანმაც ვისაუბრეთ. ძალიან დიდი ემოციაა, ეს ისტორიული თამაში იყო და წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. წინ ორი თამაში გვაქვს და ვეცდებით, რომ ქართული ფეხბურთის მომავლისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ. თუმცა ადვილი არ არის საუბარი და მუშაობა წაგებული თამაშის შემდეგ, როდესაც ყველა დემოტივირებულია. მაგრამ ჩვენ კარგი მოთამაშეები გვყავს და დღეს კარგი ხარისხი უნდა ვაჩვენოთ.

რამდენიმე დღეში ეს გუნდი სლოვაკი მწვრთნელების გარეშე გააგრძელებს მუშაობას როდესაც ახალი მწვრთნელი მოვა, ახალ განწყობას შემოიტანს გუნდში ეცოდინება თითოეული ფეხბურთელის ხარისხი, თვისებები და შეეცდება ახალი შემართებით შექმნას იმედი ქართული ფეხბურთის მომავლისათვის. არ ვიცი შემდეგი მწვრთნელი ქართველი იქნება თუ უცხოელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალ მწვრთნელი თუ თემურ ქეცბაიას და ჩემი თვისებების ნაზავი იქნება ამ გუნდისთვის შეიძლება უკეთესი იყოს. ვნახოთ მომავალში ვინ იქნება ამ პოზიციაზე, თუმცა ვიცი, რომ მომავალი მწვრთნელი კარგ გუნდს ჩაიბარებს, რომელსაც კარგი მომავალი აქვს და ჰყავს კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები.

ეს ხუთი წელი ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩემ გულში. სადაც არ უნდა ვიმუშაო მომავალში, ყოველთვის მემახსოვრება ქართული ფეხბურთი და ეს მოთამაშეები, ამ ბიჭებს და ყველას მინდა, ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ მათ შორის ჟურნალისტებს, გულშემატკივრებს, ფედერაციის თანამშრომლებს, აუცილებლად ვუგულშემატკივრებ ჩვენ მოთამაშეებს და მივადევნებ თვალს მათ თამაშს. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.

როდესაც სლოვაკეთის ნაკრებს ვწვრთნიდი, სომხეთთან ორჯერ დავმარცხდით, მაგრამ ალბათ გახსოვთ, რომ პოლონეთში, ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან. იმედი მაქვს, რომ დღეს პირველ გამარჯვებას მივაღწევ სომხეთის წინააღმდეგ. იმედი მაქვს ჩვენი ბიჭები კარგ თამაშს და განწყობას აჩვენებენ. მე არ მეშინია ამ თამაშის, მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, ასევე იმ მოთამაშეების,რომლებიც ხვალ გავლენ მოედანზე“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.

„რა თქმა უნდა, რეალობას ნამდვილად ვერ გავექცევით, რთული და სტრესული სიტუაციაა. ბიჭები ყველანი ერთმანეთს მხარში ვუდგავართ. ვფიქრობ, რომ ლაპარაკზე მეტად, ყველაზე კარგი რეაბილიტაცია მოქმედებაა და დღეს ერთ-ერთი ის დღეა, როდესაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ და რეაბილიტაცია მოვახდინოთ. რა თქმა უნდა, ამ თამაშით ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავალთ, მაგრამ მნიშვნელოვანი თამაშია და ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ.

საკმარისი მიზეზი გვაქვს, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ. როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელებმა უნდა ვიფიქროთ მხოლოდ თამაშზე და გამარჯვებაზე“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved