• რეკლამა
  • კონტაქტი
18:37, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენია პენსია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

ალია ავტორი - ალია
14:49 11-14-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
233

როგორ ცხოვრობენ პენსიაზე გასული მოქალაქეები ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში? ამის შესახებ სტატიას ყაზახური Forbes-ი აქვეყნებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ყაზახეთში 2.2 მილიონი პენსიონერი ცხოვრობს. ამ ადამიანების საშუალო პენსია დაახლოებით $220-ს შეადგენს. პენსიაზე გასვლისთვის დაშვებული ასაკი კი მამაკაცებისთვის 63 წელია, ხოლო ქალებისთვის 59.5. თუმცა, ქალების საპენსიო ასაკი ყოველწლიურად იზრდება და 2027 წლისთვის, ქალებისთვისაც 63 წელი გახდება.

ყაზახეთში საშუალო თვიური ხელფასის გათვალისწინებით ($473), პენსია ხელფასზე 2,15-ჯერ მცირეა. მსგავსი თანაფარდობა კიდევ რუსეთში, იტალიაში, ფინეთსა და კანადაში გხვდება. 

რამდენია პენსია სხვადასხვა ქვეყანაში? გთავაზობთ რამდენიმე მათგანს დეტალურად:

აშშ

აშშ-ში საშუალო ხელფასი $4150-ს შეადგენს, რაც პენსიაზე ($1503) 2,76-ჯერ მეტია. საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 67 წელია, ქალებისთვის კი 65. თუმცა, პენსიაზე ნაადრევად გასვლაც შესაძლებელია, საპენსიო გადასახადის 20%-ის გადახდით. (ამით მოქალაქეს პენსიაზე გასვლა 62 წლიდან შეუძლია).

კანადა

კანადაში საშუალო ხელფასი $3400-ს შეადგენს, რაც პენსიაზე ($1416) 2,4-ჯერ მეტია. კანადაში პენსიაზე გასვლა მაცხოვრებლებს 65 წლის შემდეგ შეუძლიათ.

საფრანგეთი

საფრანგეთში საშუალო ხელფასი გადასახადების გადახდამდე $3609-ს უდრის, რაც პენსიაზე ($1170) 3,08-ჯერ მეტია.

დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთში ყოველთვიური ხელფასი საშუალოდ $2873-ს უდრის. ის მოქალაქეები, რომლებიც პენსიაზე 65 წლის ასაკში გადიან, იღებენ პენსიას ($696), რომელიც საშუალო ხელფასზე 4,12-ჯერ ნაკლებია.

ლიხტენშტეინი

ლიხტენშტეინში საშუალო ხელფასი $5850-ს სცდება. გარდა ამისა, პენსიაზე 64 წლის ასაკში გასული მოქალაქეების პენსია $3510-ს უდრის, რაც ხელფასზე 1,66-ჯერ ნაკლებია.

დანია

ლიხტენშტეინის მსგავსად, დანიაშიც ძალიან კარგი პირობებია 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის. საშუალო ხელფასი ქვეყანაში $3835-ს უდრის, პენსია კი 1,27-ჯერ ნაკლებია – $3000-ის ოდენობით.

გერმანია

გერმანიაში საშუალო ხელფასი $4412-ს უდრის. მაღალი ხელფასის მიუხედავად, 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები პენსიის სახით 5-ჯერ ნაკლებს, $900-ს, იღებენ. თუმცა, სახელმწიფო პენსიონერების კომუნალურ გადასახადებს უფარავს.

ფინეთი

ყოველთვიური ხელფასი ფინეთში $4151-ს შეადგენს. პენსიის ($1781) მიღება 63 წლის შემდეგ შეუძლიათ მოქალაქეებს.

იტალია

იტალიელების ხელფასი საშუალოდ $2826-ს უდრის. 67 წლის ასაკში პენსიაზე გასვლის შემდეგ, მათი პენსია $1404-ს შეადგენს.

თურქეთი

საშუალო ხელფასი თურქეთში თვეში $1200-ს შეადგენს. პენსიონერები თურქეთში პენსიას $699-ის სახით იღებენ. აღშანიშნავია, რომ ადრე საპენსიო ასაკი თურქეთში 45 წელი იყო, ეხლა კი ქალბატონებისთვის 58-ია, ხოლო მამაკაცებისთვის 60.

იაპონია

იაპონიაში საშუალო ხელფასი $2971-ია. საპენსიო ასაკი ქვეყანაში 65 წელია, პენსია კი $1700-ს შეადგენს.

ბელორუსი

ბელორუსში ყოველთვიური ხელფასი საშუალოდ $479-ს შეადგენს. საპენსიო ასაკი ქალბატონებისთვის 56,5 წელია, მამაკაცებისთვის კი 61,5. ბელორუსის მაცხოვრებლების პენსია $169-ს უდრის.

რუსეთი

რუსეთში ყოველთვიური საშუალო ხელფასი $463-ია. პენსიაზე გასვლა 56,5 წელს გადაცილებულ ქალბატონებს და 61,5 წელს გადაცილებულ მამაკაცებს შეუძლიათ. რუსეთში პენსია $212-ია.

ყირგიზეთი

ყირგიზეთში ხელფასი საშუალოდ $215-ს უდრის. საპენსიო ასაკი კი 55 წლიდან იწყება ქალბატონებისთვის, ხოლო მამაკაცებისთვის 60 წლიდან. ყირგიზეთში პენსია საშუალო ხელფასზე სამჯერ ნაკლებია და $72-ს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოს, აქ ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვრება 220 ლარით ($66.67). 2020 წლის 1 ივლისიდან 70 წლის ზემოთ პენსიონერებს პენსია გაეზარდათ 30 ლარით და შეადგენს 250 ლარს ($75.99). საპენსიო ასაკი კი მამაკაცებისთვის 65 წელი, ხოლო ქალებისთვის 60 წელია. რაც შეეხება საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასს, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 1 129.5 ლარს შეადგენდა, რაც 13 ნოემბრის კურსით $343.31-ია.

bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved