კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტებიდან, შვიდი აჭარაში მკურნალობდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვლილთა შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 55 წლის კაცი გარდაიცვალა, რომელსაც კორონავირუსთან ერთად, შემდეგი თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა: გულის ათეროსკლეროზული დაავდება, გულის უკმარისობა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილ 68 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავდება, გულის უკმარისობა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 86 წლის ქალის ანამნეზის თანახმად, მას აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, გულის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი 59 წლის მამაკაცია.
კლინიკა „მედცენტრში“ 57 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დაიბეტი.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში 45 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც „კოვიდ-19“ და ესენციური ჰიპერტენზია ჰქონდა.
ბათუმის სამედიცინო ცენტრში 32 წლის კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა, რომელსაც აღენიშნებოდა შაქრიანი დიაბეტი და იყო ინსულინდამოკიდებული.
კომენტარები