• რეკლამა
  • კონტაქტი
06:47, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სოფლელებისთვის” და “ქაჯებისთვის” “საკუთარი ადგილის” მიჩენა სურთ”

ალია ავტორი - ალია
14:29 11-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში, წერს:

“ეს სტატია კი 2011 წელს დავწერე, მაგრამ აქ მიწერია რატომ იყო ვარდების რევოლუციის იდეის კიდევ ერთი განხორციელება, 2012 წელს არჩვნებით ხელისუფლების ცვლილება.

გუშინ, ლოჟაში წამოსკუპებულ, მყრალ ინტელიგენციაზე გამახსენდა.

სამწუხაროდ, ქოცებმა ისევ გააჩინეს ფართო სოციალური ფენა, რომელიც თამაშგარეთაა დარჩენილი – არც ხმის უფლება აქვს – პარავენ, არც სტადიონზე ყოფნა შეუძლიათ, ბიძინასთან დაახლოებულებისგან განსხვავებით.

ამიტომ საკუთარ თავს დააბრალონ, რაც ამას მოყვება.

—————

“პასუხი კითხვაზე, რამდენად რევოლუციურია ვარდების რევოლუცია, ჯერჯერობით არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მტკივნეული და საჭირო რეფორმა განხორციელდა, საზოგადოების სოციალური ტრანსფორმაცია ჯერ არ დასრულებულა. რამდენად მოახერხებს სააკაშვილი მისთვის სამაგალითო სახელმწიფო მოღვაწეებს არა რიტორიკულად, არამედ შედეგების მიხედვით შეედაროს, მომავალი გვიჩვენებს.

მართალია, ვარდების რევოლუციის მიზნები ჯერ კიდევ მიუღწეველია, მაგრამ ის შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, ამ მიზნებისკენ სვლა შეუქცევადი გახდა – ჯინი ბოთლიდან გამოშვებულია და უკან ვერავინ შეაბრუნებს. ახალი სოციალური ჯგუფების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა გაფართოებულია.

დღეს ყველა სოციალური ჯგუფი, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ხელისუფლება, რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებული სისტემის შიგნით ცდილობს საკუთარი ინტერესების განხორციელებას. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ოპოზიციის ანტისისტემურ ნაწილს სოციალური დასაყრდენი არ აქვს.

იმისთვის, რომ ახალი რევოლუცია მოხდეს, მხოლოდ ხელისუფლების დამხობის მოსურნე პოლიტიკოსთა ძალისხმევა საკმარისი არ არის. უნდა არსებობდეს თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი სოციალური ფენა. დღეს, ამ მდგომარეობაში თავს მხოლოდ ყოფილი ელიტა გრძნობს – ისინი წუხან, რომ “ღირსება” წაართვეს. ღირსებაში კი იმ პრივილეგიებს გულისხმობენ, რაც შევარდნაძის “სახლში წასვლასთან” ერთად დაკარგეს.

ეს ადამიანები საკუთარი მონაწილეობისთვის კი არ იბრძვიან, ექსკლუზიურ სტატუსს მისტირიან – როგორც თავად უწოდებენ “სოფლელების” და “ქაჯების” პროცესებში ჩართულობა აღიზიანებთ და მათთვის “საკუთარი ადგილის” მიჩენა სურთ”.

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved