• რეკლამა
  • კონტაქტი
12:13, ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ელჩმა დაიბარაო… ეს არის თავის მოჭრა – ასე იბარებდნენ შაჰები, სულთნები, ნოინები…”

ალია ავტორი - ალია
18:20 11-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“აშშ ელჩის სახლთან (!) თავმოყრილი ჟურნალისტები პოლიტიკოსებს, რომლებიც შეხვედრაზე შედიან, ეკითხებიან, – ვინ არის ამ შეხვედრის ინიციატორი, ელჩმა დაგიბარათ თუ თქვენი ინიციატივით მოხვედითო!

ელჩმა დაგიბარათო?!

ელჩმა!

დაგიბარათო?!

8 მარტის შეთანხმების გაფორმების შემდეგაც დავწერე და გავიმეორებ:

სირცხვილია, რომ ზრდასრულ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა უნდა განსაზღვრონ, სხვა ქვეყნის ელჩის შუამავლობის გარეშე შეთანხმება არ შეუძლიათ!

ელჩმა დაიბარა ქართველი პოლიტიკოსები!

მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლები!

ეს არის თავის მოჭრა!

რა დასავლური ღირებულებები?!

ასე იბარებდნენ იმპერატორები, ნოინები, შაჰები, სულთნები, მეფისნაცვლები ქართველ წარჩინებულებს!

ასე ხდებოდა წინათ, საუკუნეების განმავლობაში და ასე ხდება ახლაც!

ისრაელის სახელმწიფოში რამდენჯერმე ისეთი კრიზისი იყო, რომ პოლიტიკური ძალები ვერაფრით შეთანხმდნენ მთავრობის ფორმირებაზე. ბოლოს იძულებული გახდნენ და ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებულმა პარტიებმა მთავრობაც დაამტკიცეს!

ისრაელშიც არის აშშ ელჩი და ისრაელს და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ისეთი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ჩვენთვის სასურველი კი არა, სანატრელია!

არ უკადრია იმ ელჩს მხარეებისთვის შუამავლობის შეთავაზება. არც ისრაელის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს გასჩენია ამგვარი სურვილი, – იჩხუბეს, იკამათეს, კიდევ იჩხუბეს, მწვავედაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგრამ ელჩისთვის არ უთხოვიათ, გვისაშველეო!

ისრაელი სახელმწიფია და, – იმიტომ!

შეიძლება მხოლოდ ჟურნალისტის წამოცდენაა “ელჩმა დაგიბარათ”, მაგრამ აქ ეს არ არის მთავარი!

მთავარი ის არის, რომ საქართველოში ერთ ადამიანსაც ვერ ნახავთ, ვინც იტყვის, ვერ დაიბარებდაო!

აი, სად გვიჭირს!

აი, სად გვჭირდება შველა!

აქ კი მხოლოდ ჩვენ თუ ვუსაშველებთ საკუთარ თავს და საკუთარ სახელმწიფოს!

ახლა არა!

როცა გვექნება!

სახელმწიფო როცა გვექნება!

და გვექნება მაშინ, როცა გავიაზრებთ, რომ გვჭირდება!

სახელმწიფო გვჭირდება!”

თეგები: ბონდო მძინარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 02-08-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved