ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 52 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 52 129 134 შემთხვევა გამოვლინდა, 1 284 737 ადამიანი გარდაიცვალა, 33 935 381 კი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 10 401 132შემთხვევაა გამოვლენილი და 241 800 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
კომენტარები