• რეკლამა
  • კონტაქტი
13:14, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თენგიზ ცერცვაძე – გიორგი კამკამიძისა და მაია ბუწაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები დანაშაულის ნიშნებს ატარებს

ალია ავტორი - ალია
10:44 11-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ბატონი გიორგი კამკამიძისა და ქ-ნ მაია ბუწაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები COVID-19-ით პაციენტების კლინიკურ მართვასთან დაკავშირებით ცდება არამარტო კორექტულობის, კომპეტენტურობის და კოლეგიალობის ფარგლებს, არამედ დანაშაულის ნიშნებს ატარებს, რამეთუ შეიცავს ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებს და ახდენს მოსახლეობის დეზინფორმირებას, იწვევს მათში ნიჰილიზმს და უნდობლობას ექიმებისა და ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურების მიმართ, აგრეთვე ხელს უწყობს არასწორ წარმოდგენას საკუთრივ დაავადებაზე,- ამის შესახებ განცხადებას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს.

„ბატონო გიორგი! საიდან მოიტანეთ, რომ COVID-თან „მებრძოლ“ კლინიკურ ჯგუფს რაიმე შეხება აქვს და მით უმეტეს „დაამტკიცა“ „კიდევ ერთი საშუალება – მაღალი წნევის ცივი წყლის ჭავლით თერაპია ქარიანი ღამის პერიოდში!“ საიდან ამდენი ღვარძლი და ბოღმა? ასე შორს ხომ თვით ბ-ნი ნიკა გვარამიას ფანტაზიაც კი არ წასულა. თქვენს პოსტთან დაკავშირებით მახსენდება იდეა, რომელსაც ჰიტლერს და ჰებელს მიაწერენ – „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“. სინამდვილეში თქვენს მიერ ცინიკურად მოხსენიებული COVID-თან „მებრძოლი“ კლინიკური ჯგუფი, თქვენგან განსხვავებით ქვეყანაში მოქმედ 60-ზე მეტ COVID კლინიკის სამედიცინო პერსონალთან ერთად თავდაუზოგავად და საკუთრი ჯანმრთელობის რისკის ფასად 7/24-ის რეჟიმში მუშაობს COVID-19-ით ავადმყოფების გადასარჩენად და თან სწორედაც რომ, ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე უკეთესი შედეგებით. ასე მაგალითად, მოგწონთ თქვენ ეს თუ არა, ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების მონაცემებით – საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფებს შორის სიკვდილობა დადასტურებული COVID-19-ით ავადმყოფებში (CFR), რომელიც ყველაზე ზუსტად ასახავს COVID-19-ის კლინიკური მართვის ეფექტიანობას, შეადგენს 0,85%-ს, ანუ 3-ჯერ ნაკლებს ვიდრე აშშ-ში (2,36%), 5-ჯერ ნაკლებს ვიდრე იტალიაში (4,25%), 5-ჯერ ნაკლებს ვიდრე ინგლისში (4,03%), 2-ჯერ ნაკლებს ვიდრე გერმანიაში (1,68%), 1,7-ჯერ ნაკლებს ვიდრე სომხეთში, 1.5-ჯერ ნაკლებს ვიდრე აზერბაიჯანში. საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს მხოლოდ სლოვაკეთს და ლიეტუვას და რამდენიმე ჯუჯა სახელმწიფოს. ამასთან, საქართველო სჯობნის, როგორც ევროპის და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებს, ისე განვითარებადს და ასე განსაჯეთ, იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც შემჩნეული არიან მონაცემების მანიპულირებაში და ნდობა არა აქვთ. რაც შეეხება ერთ მილიონ მოსახლეზე COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობას, რომელიც ზოგადად ქვეყანაში COVID-19-ის მართვის (და არა მხოლოდ კლინიკური მართვის) ეფექტიანობის მთავარი მაჩვენებელია, საქართველოზე უკეთესი მდგომარეობა აქვს ევროპის 14 ქვეყანას, ხოლო საქართველოზე უარესი – ევროპის 32 ქვეყანას და ამერიკის ქვეყნებს, რაც საქართველოს რესურსების მქონე ქვეყნისთვის ვერანაირად ვერ ჩაითვლება ცუდ შედეგად. ასე, რომ თქვენი ირონია იმაზე, რომ „საქართველო აშშ-ზე და ევროპის ქვეყნებზე უფრო უკეთესად უმკლავდება ეპიდემიას“ სრულიად უადგილოა და მხოლოდ თქვენი პირადი დამოკიდებულების ლუსტრაციას წარმოადგენს.

ქ-ნი მაია ბუწაშვილი თავის პოსტებში არაერთგზის ამბობს, რომ „სულ ერთი იყო აწუხებდათ, თუ არა რამე პაციენტებს“ – მაინც საავადმყოფოში ვაწვენდით და „თავს ვიწონებდით“ მათი სხვადასხვა „მქუხარე დასახელების წამლებით“ მკურნალობით, ხოლო ახლა ვეუბნებით, რომ „მხოლოდ წყალი და სიცხის დამწევები მიიღეო“ და „დაიბნენ ადამიანები“. კიდევ ერთი ტყუილი. უსიმპტომო პაციენტებს არასდროს არანაირ მკურნალობას და მით უმეტეს „მქუხარე დასახელების წამლებით“ არ ვუტარებდით, ხოლო საავადმყოფოში მათ მხოლოდ იმიტომ ვაწვენდით (და არა „ვაყურყუტებდით“, როგორც ამას ქ-ნი მაია ამბობს), რომ ეფექტიანი იზოლაცია მოგვეხდინა, რაც ჩვენთან სახლის პირობებში ხშირად შეუძლებელია და კიდევ იმიტომ, რომ მინიმალური გამოკვლევები (სისხლის საერთო ანალიზი, D-დიმერი, პულსოქსიმეტრია და სხვ.) ჩაგვეტარებინა, რათა შესაძლო გართულებები და დამძიმების რისკი გამოგვერიცხა. ეს რომ სწორი მიდგომა იყო, პრაქტიკამ დაამტკიცა – ახლა ძალიანაც საჭიროა, რომ COVID სასტუმროში და/ან ბინაზე მყოფ პაციენტებს ეს გამოკვლევები ჩაუტარდეთ, მაგრამ ამის გაკეთება ბინის პირობებში შეუდარებლად ძნელია.

ქ-ნი მაია აგრეთვე ამბობს, რომ COVID ინფიცირებულებს მკურნალობა საერთოდ არ სჭირდებათ?! ან თუ სჭირდებათ, მხოლოდ რეანიმატოლოგების მიერ?! ეს განცხადება ან იმაზე მიუთითებს, რომ მისმა ავტორმა არ იცის, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში COVID-19, ან შესანიშნავად იცის ეს, მაგრამ შეგნებულად ცდილობს დააკნინოს იმ ექიმების და ექთნების დამსახურება, რომლებიც დღე და ღამეს ასწორებენ სწორედ იმიტომ, რომ COVID პაციენტი სარეანიმაციო არ გახდეს. ქ-ნი მაია რომ ერთხელ მაინც გაცნობოდა COVID კლინიკების საქმიანობას და ერთხელ მაინც ენახა იქ მყოფი მძიმე (მაგრამ არა სარეანიმაციო) პაციენტები, შეიძლება ასე არ ეთქვა. სინამდვილეში ხომ მსოფლიო გამოცდილებით ჰოსპიტალიზაციას და ჰოსპიტლის პირობებში მკურნალობას საჭიროებს ყველა დადასტურებული COVID-19-ით ავადმყოფის სულ ცოტა 15-20%., მაგრამ სარეანიმაციო მათგან მხოლოდ 2-3%-ია”,-აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის

10:31 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved