• რეკლამა
  • კონტაქტი
09:59, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბოლო ხმაზე ვკიოდი, მფრინავ ლოდებს ვერიდებოდი… ლიდერები გარბოდნენ!” – “პირველი არხის” ჟურნალისტი

ალია ავტორი - ალია
13:55 11-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

“პირველი არხი” აქვეყნებს თავისივე ჟურნალისტის, სალომე ქოქიაშვილის პოსტს:

“ჯერ ერთმა ლოდმა იფრინა, მერე მეორემ, მესამემ…. მერე ვიღაც მარწმუნებდა, რომ მეჩვენებოდა და მხოლოდ ბოთლები დაფრინავდა ჰაერში… ასეთი ადრეც მინახავს… პოლიციელის ჩაფხუტების ქვეშ შეყრილი სიგარეტის ნამწვები? ეს ნამდვილად პირველად…

მერე წყლის ჭავლი წამოვიდა. მიხვდი, რომ ორი ამოცანა გვქონდა, ერთი მხრიდან ჭავლს უნდა ავრიდებოდით, მეორე მხრიდან მფრინავ ლოდებსა და ცეცხლმოკიდებულ ხის ნაჭრებს. ცეცხლმოკიდებული საგანი მანამდე არ მომხვედრია, კაი დიდი ქვის სიმწარე კი მახსოვს და ამიტომ ძირითად ქვების აცილებაზე ვიყავი ორიენტირებული.

მერე კამერა გაგვეთიშა…. მოფრინავდა და მოფრინავდა ეს ქვები, ძირითადი ნაწილი დანიშნულების ადგილამდე – პოლიციის კორდონამდე აღწევდა, იქიდანაც მოდიოდა საპასუხო ჭავლი. მე და ოპერატორი შუაში ვიდექით უკვე გათიშული კამერით და ბოლო ხმაზე ვკიოდი, ვიღაცებს ფეხებში ვუვარდებოდი ქვა აღარ ისროლოთ, აქციის მონაწილეებს ხვდებათ-მეთქი, ვეხვეწებოდი. მერე მომიბრუნდა ერთი-ორი და შენ საერთოდ ვინ გეკითხებაო, გვითხრეს და ვაკეთებთო. წამოვიდა ის ქვები ჩემსკენ, ლამაზ ეპითეტებთან ერთად. ვიღაცები ჩადგნენ შუაში. შესაძლოა, სხვა ლიდერებიც იყვნენ იქ და მე არ დამინახავს, მაგრამ ვინც დავინახე მათგან, მთელი ამ მოვლენების განმავლობაში დავით ბაქრაძე დასდევდა ამ ქვებმომარჯვებულებს და სთხოვდა გაჩერებულიყვნენ, მართლა ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას, ბოლომდე სიმშვიდისკენ მოუწოდებდა ყველას…

სხვა ლიდერებიც მახსოვს, უფრო სწორად მათი ზურგები. რომ გარბოდნენ, არ იყვნენ მაინცდამაინც კარგი სანახავები. სახელებს არ დავწერ, ისედაც ყველა მიხვდება, ყველაფერი რომ დასრულდა, მშვენიერი მშრალი კოსტიუმები ეცვათ.. ჰოო და კიდევ, თავად აქციის მონაწილე ახალგაზრდების ნაწილი, მათ შორის „გირჩის“ ბავშვები შევნიშნე, როგორ ცდილობდნენ სხვები შეეჩერებინათ, ზოგისთვის ქვა გამოერთმიათ, ზოგისთვის ის ცეცხლმოკიდებული ჯოხები, თუ რაც იყო და როგორ სთხოვდნენ სხვებს სიმშვიდე შეინარჩუნეთო, აქ მშვიდობიანი პროტესტისთვის ვართ მისულებიო და მადლობა მათ … ასე იყო ეს ამბავი. ჰო, აი იმათ კი, ვინც ეს ამბები წამოიწყო, ქვები რომ წამოკრიფეს, კორდონს დაუშინეს, ზედ ცეცხლმოკიდებული ხეები თუ ათასი მამაძაღლობა მიაყოლეს, ის მამაძაღლობა საკუთარ პარტკომს ესროლონ, ზუსტად ვიცი, ვინც იყვნენ, სახეზე ვცნობ უმეტესობას!!!

ჰო, ბოლოს ყველაფერი რომ მორჩა და ქვასროლიათა ერთ-ერთ ლიდერს მივადექი, სად იყავი, შენ რატომ არ აჩერებდითქო, დამიანონსა – დაგველოდე, უარესებსაც ვიზამთო“

საქართველოს პირველ არხს მითითებული აქვს ჟურნალისტის პოსტის ლინკიც, რომელიც ამ მომენტისთვის არ იხსნება, როგორც ჩანს, ჟურნალისტმა ან წაშალა პოსტი, ან საჯაროდ არ უდევს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved