• რეკლამა
  • კონტაქტი
10:43, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ

ალია ავტორი - ალია
12:12 11-09-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის გამო, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ.

ინფორმაციას კომპანია „ინტერტრანსი“ ავრცელებს.

„მოგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება, კერძოდ, დიდ ქალაქებში მათ შორის რუსთავში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით, მათ შორის მიკროავტობუსებითაც. დაწესებული შეზღუდვების გამო, 9 ნოემბრიდან განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები.

კონკრეტულად:

▪️ თოდრიის ქუჩიდან დიდუბის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:30 საათზე გამოვა;

▪️ მე-12 მიკრორაიონიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:30 საათზე გამოვა;

▪️ ძველი ბაზრიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:30 საათზე გამოვა;

▪️ მეგობრობის გამზირიდან კონკრეტულად კი გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან ვარკეთილის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:30 საათზე გამოვა;

▪️ რუსთავის რკინიგზის სადგურიდან (ე.წ 96- სამარშრუტო ხაზი) დიდუბის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:30 საათზე გამოვა;

▪️ ფიროსმანის ქუჩიდან (ე.წ ალდაგის სამარშრუტო ხაზი) სპორტის სასახლის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:30 გამოვა;

▪️ მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან, გლდანის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 18:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:00 საათზე გამოვა;

▪️ ე.წ. ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ისთ ფოინთის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 21:10 საათზე გამოვა;

▪️ მე-19 მიკრორაიონიდან, მაღლივი კორპუსის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 18:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:00 საათზე გამოვა;

უცვლელი რჩება რუსთავიდან ლილოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მოძრაობის გრაფიკი. (თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გრაფიკთან დაკავშირებით დამატებითი ცვლილებები განხორციელდა ამის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება)

კომპანია „ინტერტრანსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი და მგზავრს რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, სატრანსპორტო საშუალების დატოვება სთხოვოს.

ცნობისთვის, „კოვიდ -19“-ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე, კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ზომა, რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას. ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრაობს, ყოველდღიურად გადის დეზინფექციას.

„ინტერტრანსი“ კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს, მიკროავტობუსებით გადაადგილებისას დაიცვას უსაფრთხოების წესები“,- აღნიშნულია კომპანია „ინტერტრანსის“ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved