• რეკლამა
  • კონტაქტი
12:19, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შალვა ნათელაშვილი – მინდა, დავლოცო საქართველოს გაერთიანება

ალია ავტორი - ალია
16:31 11-08-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
324

დაწყებულია ძალიან დიდი ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ეს ბრძოლა დღეს დაიწყო და თქვენ ხართ ამ ბრძოლის გმირები, – ასე მიმართა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

„გუშინ ამერიკელმა ხალხმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ოლიგარქიის ადგილი პოლიტიკაში არ არის. ეს ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენ მისაღები გვაქვს ამ დღეებში. ოლიგარქია, თანაც რუსული, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. მოგეხსენებათ, საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ცნობილი დეკლარაცია ადამიანის ტყავშია ჩაცმული, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა მოიცილა მონობის ტყავი სამუდამოდ, ჩვენ ჩვენი თავისუფლება ივანიშვილის პოლიტიკურ ტყავში უნდა ჩავსვათ, რომ არასოდეს მოხდეს ამ მარაზმის დაბრუნება.

საქართველო ძალიან დიდია, ამაღლებულია, ძალიან გაბრწყინებულია და ღმერთისგან დალოცვილია. ამიტომ არ შეიძლება, მას მართავდნენ ივანიშვილები, თალაკვაძეები, კობახიძეები, მდინარაძეები, რომლებიც როცა ქვეყანას დააქცევენ, დებატებზე კი არ მოდიან ჩვენთან, უშიშროებაში დარბიან საჩივრებით, რომ დაიჭირეთ პოლიტიკური მოწინაღმდეგეებიო. ძალიან მალე ვნახავთ, ვინ ვის დაიჭერს. დაწყებულია ძალიან დიდი ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს ბრძოლა დღეს დაიწყო და თქვენ ხართ ამ ბრძოლის გმირები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელ აქციაზე ყველა პარტია გაერთიანდა.

„1989 წლის 9 აპრილს, აქ ქართული პოლიცია, მაშინდელი მილიცია თავისუფლებისთვის გამოსულ ადამიანებს ზედ გადაეფარა და უზარმაზარი მსხვერპლისგან გადავრჩით. პოლიცია გადაეფარა. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ძალოვნებს, პოლიციას, დაყარეთ ეგ მუნდირები ამ სამარცხვინო ხელისუფლების ფეხებთან და შემოუერთდით ხალხს. ვერ ავიტანთ მეტ შიმშილს, სიღატაკეს, ტყუილს, ძარცვას, ქვეყნის დაცლას, მომავლის გაურკვევლობას, თავლაფის დასხმას, შეურაცხყოფას, ძალადობას და ამ ყველაფერზე დღეს იწყება განაჩენის დაწერა.

მინდა, საქართველოს გაერთიანება დავლოცო. ჩვენ გავერთიანდით საერთო მტრის წინააღმდეგ. ყველა პარტია ერთად ვართ. ხალხი ერთად ვართ, ერი და ბერი განუყოფელი გახდა. ღირდა ცხოვრება ამ ისტორიული დღისთვის. ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში. თქვენი ხმა უკვე ესმის მთელს მსოფლიოს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved