• რეკლამა
  • კონტაქტი
14:46, ორშაბათი, 27 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელოს” სამეგრელოს ოლქების წარმომადგენლებმა საარჩევნო დარღვევებზე ბრიფინგი გამართეს

ალია ავტორი - ალია
16:21 11-08-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

“ლელოს” სამეგრელოს ოლქების წარმომადგენლებმა, თამარ ბელქანიამ, ალექსანდრე ახვლედიანმა და გია ბარამიამ ბრიფინგი გამართეს, სადაც არჩევნების შედეგების გაყალბებაზე ისაუბრეს და მოსახლეობას 8 ნოემბრის აქციაზე საკუთარი ხმების დაცვისკენ მოუწოდეს. 


“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე ახვლედიანის განმარტებით,  2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში შევა დღედ, როდესაც ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი მოატყუა და მათი ხმები მიიტაცა. 

“გაყალბების კუთხით არც სამეგრელო ყოფილა გამონაკლისი. ოქმებში ბალანსის უზუსტობაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია საოლქო საარჩევნო კომისიას. უმეტეს უბნებზე ბიულეტენების ნაკლებობა ადასტურებს უბანზე კარუსელის არსებობას. მაგალითად 89-ე უბანზე არჩევნებში მონაწილე საერთო ამომრჩეველთა რაოდენობას და ამ უბანზე დათვლილ ხმებს შორის სხვაობა არის 40. ხოლო 72-ე უბანზე სხვაობა 12. ეს და სხვა დარღვევები სახეზე გვაძლევს დანაშაულს, რომელიც აუცილებლად მოიტანს ცუდ ცვლილებებს. ამიტომ აუცილებელია, დღევანდელ აქციაზე გავაპროტესტოთ მათი სიყალბე. ყოველდღიურად ვგრძნობთ, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ლეგიტიმაცია ჩვენ იგი უნდა შევცვალოთ,” – აცხადებს ალექსანდრე ახვლედიანი. 


“სამეგრელოში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. არა მხოლოდ არჩევნების შემდეგ,  არამედ მანამ და უშუალოდ არჩევნების დღეს ყალბდებოდა ხმები,”- ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ბელქანიამ ბრიფინგზე ისაუბრა. 

“არჩევნების დღეს პირადად ჩემი პრესმდივანი დააშინეს და ეს ევროკავშირის დამკვირვებლებმა თავიანთ რეპორტებში შეიტანეს. ჩხოროწყუში არჩევნებზე ამომრჩეველი მოიყვანა ძებნილმა, როდესაც მთელი საქართველო ეძებს ადამიანს, რომელმაც საქართველოს ბანკიდან გაიტანა თანხა, ის თავისუფლად მიდის არჩევნებზე. გარდა ამისა, სახელმწიფომ ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ეეჭვებოდათ, რომ მათ ხმას არ მისცემდნენ, მოისყიდეს და დააშინეს სამსახურების დაკარგვით. სამეგრელოს რაიონში კი სამსახურის გარეშე დარჩენა შიმშილის ტოლფასია. სწორედ ამიტომ, ყველანი უნდა მივიდეთ აქციაზე, რადგან დღეს არის ღირსების აღდგენის დღე,”- განაცხადა ბელქანიამ. 


სამეგრელოს სხვადასხვა ოლქის მსგავსად, საკუთარ ოლქში არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ბარამიამ. 

“ჩემი კოლეგების ოლქების მსგავსი იდენტური მდგომარეობა იყო ჩემს ოლქშიც, სადაც ხელისუფლებამ ჩაატარა სპეცოპერაცია საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ის, რაც მოხდა 31 ოქტომბერს, არ იყო არჩევნები. ეს იყო პირდაპირი უკანონობა, რომელიც 30 წლის განმავლობაში არავის არ ჩაუდენია. ჩვენ ეს უკანონობა უნდა დავასრულოთ დღეს 8 ნოემბრის მიტინგით,”- განმარტავს ბარამია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

14:05 04-27-2026
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved