• რეკლამა
  • კონტაქტი
13:07, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ შეიტყო დის გარდაცვალების ამბავი შატილის ტრაგედიის დროს გადარჩენილმა გოგომ

ალია ავტორი - ალია
13:25 11-08-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„საერთოდ არ მახსოვს 23 აგვისტო. წინა დღეც არ მახსოვდა, მაგრამ რომ გამახსენეს, როგორ ვემზადებოდით წასასვლელად, ყველაფრი ქრონოლოგიურად აღვიდგინე“, – ყვება „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ხატია დევსურაშვილი, რომელიც ერთ-ერთია იმ სამ ადამიანს შორის, რომელიც შატილში მომხდარ ავტოკატასტროფას გადაურჩა… ტრაგედია 16 სხვა ახალგაზრდასთან ერთად მისი და, მედეა დევსურაშვილი ემსხვერპლა.

მძიმედ დაშავებული ხატია სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. დის გარდაცვალების ამბავს დიდი ხნის განმავლობაში უმალავდნენ, თუმცა მოულოდნელად ლექტორმა ონლაინ-ლექციის დროს მიუსამძიმრა და…

„არც ავარიის მომენტი მახსოვს. ჩემი მეხსიერება გრძელდება სავადმყოფოს რეანიმაციიდან, სადაც თვალები რომ გავახილე, დავინახე დედა, მამა და ჩემი უმცროსი და – ლიზი და ვიკითხე, რატომ ვიყავი საავადმყოფოში და რატომ მტკიოდა სხეული, – ვინმე ხომ არ გავაბრაზე და მცემა-მეთქი? ვკითხულობდი.

ძალიან მაღიზიანებდა ის, რომ უცნაურ შეკითხვებს მისვამდნენ. რა მქვია, რამდენი წლის ვარ. ლევანი ექიმი დამანახვებდა 4 თითს და მეკითხებოდა, – ეს რამდენიაო? თურმე იმ ქვეყნიდან დავბრუნდი, სიკვდილს გამომგლიჯეს ხელიდან და ამხელა ტრავმების შემდეგ მამოწმებდნენ, მეხსიერება როგორი მქონდა, მე კი აზრზე არ ვიყავი.

მედეა რომ მოვიკითხე, მითხრეს, რომ მძიმედ იყო და სხვა კლინიკაში იწვა. დედა შავი კაბით არ მოდიოდა, რომ ვერ მივმხდარიყავი, რა ტრიალებდა ჩემს ოჯახში. მიფიქრია ხშირად, ნეტავ რამეს ხომ არ მიმალავენ-მეთქი, მაგრამ იმდენად არ მინდოდა დაჯერება, რომ მედეა გარდაიცვალა, სიმართლეს თვალს არ ვუსწორებდი. მდგომარეობიდან რომ გამოვედი, სწავლა გავაგრძელე. მოგეხსენებათ, ლექციები ონლაინ ტარდება და ვესწრები სახლიდან. პირველივე ლექციაზე ლექტორმა მომისამძიმრა და უკვე დავრწმუნდი, რომ და აღარ მყავდა. პანიკა დამეწყო, ამ დროს შინ მარტო ვიყავი და საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი“, – ამბობს ხატია დევსურაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved