• რეკლამა
  • კონტაქტი
07:00, კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტესტის პასუხი პირდაპირ ეთერში მივიღე …” – თეა ადეიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა

ალია ავტორი - ალია
13:04 11-07-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
411

„დღის სტუმარის“ წამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი თვითიზოლაციაში იმყოფება. ჟურნალისტი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, როდესაც მის ქალიშვილს, ნიტას, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჩემს შვილს დაუდასტურდა კორონავირუსი. მკურნალობს სახლში, არ აქვს გართულებები. ჯერჯერობით არავინ არ დაგვიკავშირდა, იმის მიუხედავად, რომ ბაზაში ასახულია ნიტას მონაცემები. იმ დღეს როცა ნიტას ჩაუტარდა ტესტი, მეც გავიტესტე, მაგრამ მე არ დამიდასტურდა, ჩემს შვილს კი.

თუმცა მანამდეც იზოლირებულები ვიყავით, მე ვმუშაობდი და ჩემი შვილი ტვინის შერყევით იწვა სახლში, იმიტომ რომ იჯდა ტაქსში და ავარიაში მოყვა.

ამ ავარიის შემდეგ, რამდენჯერმე კლინიკაში მოუწია მისვლა, თავის გადაღება და მდგომარეობის გამოკვლევა, ჩვენ ეჭვი გვაქვს კლინიკაში დაინფიცირდა.

წინასაარჩევნოდ ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობდი და ორშაბათს, როდესაც დავისვენე, რაღაცეები მოვუმზადე და ავუტანე.

მითხრა ვერც სუნს ვგრძნობ და ვერც გემოსო. მაშინვე დავუკავშირდი „მთავარი არხის“ ეიჩარს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას, გამოგვიგზავნეს სახლში ტესტის ლაბორატორია.

ოთხშაბათს საღამოს, პირდაპირ ეთერში მივიღე პასუხი, რომ მე არ მაქვს კორონა და ჩემს შვილს აქვს. ღამის საგანგებო „მთავარი“  მიმყავდა, მაშინვე მივწერე ნიტა არ ჩახვიდე ქვემოთ-მეთქი. იმიტომ რომ ჩემი მეუღლე რისკ-ჯგუფია.

რამდენიმე წლის წინ, ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, კიდევ პატარა ბავშვი გვყავს სახლში.

ახლა ნიტას გემო ნელნელა დაუბრუნდა. ყნოსვა არა. მე კარგად ვარ. თუ არ ჩავთვლით იმას, ყოვედღე რომ ვმუშაობდი და იზოლაციაში გადმოვედი, სულ მეძინება.

დიდი სახლი გვაქვს იზოლაციაში ვართ და ამ დღეებში განმეორებითი უნდა გავიკეთო, რათა გავიგო გავიდე თუ არა ოთხშაბათს სამსახურში.

„პრაიმტაიმი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved