გვატემალაში შტორმ „ეტას“ 150-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც BBC იუწყება, გვატემალას არმია ყველაზე მეტად დაზარალებულ სოფელში ჩავიდა, სადაც შტორმის შედეგად ათობით სახლია დამარხული.
გვატემალას პრეზიდენტის ვარაუდით ალტა-ვერაპასის ცენტრალურ რეგიონში, კეხაში სულ მცირე 100-მდე ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, სამაშველო სამუშაოები შეზღუდულია, რადგან ქვეყანას ამ ოპერაციებისთვის მხოლოდ ერთი ვერტმფრენი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ შტორმმა „ეტამ“, მანამდე ნიკარგაუასა და ჰონდურასს გადაუარა, სადაც ასევე მსხვერპლი გამოიწვია.
კომენტარები