• რეკლამა
  • კონტაქტი
15:50, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელო” გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს, როგორც პარტიაში აცხადებენ ისინი ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის იბრძვიან

ალია ავტორი - ალია
17:28 11-06-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
177

“ლელოს” ლიდერებმა, გიგლა მიქაუტაძემ, გრიგოლ გეგელიამ და ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგი გამართეს. მათ არჩევნების შედეგების გაყალბებაზე ისაუბრეს. 

“ლელოს” ლიდერების თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. 

“ლელოს” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგლა მიქაუტაძის თქმით, ქართველი მოსახლეობა და ოპოზიციური ძალა იბრძვის არა მხოლოდ ახალი არჩევნებისთვის, არამედ სამართლიანი გარემოსთვის, რომელიც ქვეყანაში უნდა შეიქმნას. 

მისივე თქმით, არჩევნების მთავარი სამიზნე “ლელო” იყო, პარტია, რომელსაც ხმები დააკლეს. 

“ის, რომ არჩევნები გაყალბდა, ყველასთვის ნათელია. ამ სისტემაში, საერთოდ, აზრი ეკარგება არჩევნებს და ჩვენი პროტესტიც ამას უკავშირდება. თუ ეს სისტემა ძირფესვიანად არ შეიცვლება, ყველა შემდეგი არჩევნები რომელიც ჩატარდება, არ იქნება თავისუფალი, ამ ბუტაფორიულ დემოკრატიას აზრი ეკარგება. ჩვენ ვიბრძვით ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის. დღეს ასე არ არის, რადგან ამ არჩევნების მთავარი სამიზნე იყო “ლელო”, რომელსაც ათიათასობით ხმა დააკლეს და დაუწერეს პროცენტი, რომელიც რეალობას არ ასახავს. ჩვენ მივიღეთ იმაზე მეტი ხმა, რასაც საარჩევნო კომისია წერს. მაგალითად გლდანში ბალანსს ვერ ადგენდნენ მე-17 საარჩევნო უბანზე, სადაც 14 ხმა მივიღე, გადახაზეს 1 და დატოვეს 4 ხმა. ასეთი მაგალითები არის მრავლად. ყველა ოლქში გაყალბდა ხმები. პარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს ისე, როგორც ხალხს სურს და არა ისე, როგორც ივანიშვილს. ამიტომ ახალი არჩევნები აუცილებელია,”- განაცხადა მიქაუტაძემ. 

არჩევნების ტოტალურად გაყალბებაზე ისაუბრა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ. 

“ეს არის არჩევნების ტოტალურად გაყალბების მცდელობა, რომელიც დასრულდება კრახით.  და რომელიც აუცილებლად დასრულდება ვადამდელი არჩევნებით, სადაც ხალხი გამოხატავს თავის ნებას. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მანამ, სანამ არ დადგება ის სამართალი, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის. ვისაუბრებ რუსთავის მაგალითზე, სადაც არჩევნები ჩატარდა სრულიად გაუმჭვირვალედ. წინასაარჩევნო პერიოდში კი ადგილი ჰქონდა მოსყიდვას, შანტაჟს და დაშინებას, რაც გაგრძელდა არჩევნების დღის ჩათვლით. ამ ქვეყანაში არჩევნები არ არის პროგრესისა და განვითარების ინსტრუმენტი, არამედ ის მოიაზრებს დაშინებას და შანტაჟს. რასაც ჩვენ შევცვლით და არჩევნები გახდება ხვალინდელი დღის გარანტი. რუსთავის უბნებზე ჩვენი დამკვირვებლების მიმართ მუდმივად მიმდინარეობდა სხვადასხვა ზეწოლა. მათ მოუწოდებდნენ, რომ ისინი არ ყოფილიყვნენ ადეკვატური დამკვირვებლები. მათ ლეგიტიმურ საჩივრებს არ იღებდნენ, მაგალითად, 54-ე უბანზე დილიდანვე ასეთი ფაქტები დაფიქსირდა. 34-ე უბანსაც გავიხსენებ, სადაც კამერა ისე იყო მიმართული, რომ არ აფიქსირებდა მიმდინარე მოვლენებს. მე-9 უბნის წინ მიმდინარეობდა პარტიულ-პოლიტიკური აგიტაცია. 29-ე უბანზე არ აღირიცხებოდნენ არჩევნებზე შემსვლელი ადამიანები. ეს არის იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ხელთ გვაქვს. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის ხმა აღდგეს,”- აცხადებს გეგელია. 

ნაძალადევის ოლქებში კონკრეტულ დარღვევებზე ისაუბრა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ჩერქეზიშვილმა. მისი განცხადებით, “ლელო” არ შეეგუება არჩევნების გაყალბებას და თითოეული ხმის დასაცავად იბრძოლებს.

“დღეს ყველასთვის ცხადია, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა. არ დარჩენილა ოლქი, სადაც ხმები არ გაყალბებულა. კერძოდ, ჩემს რაიონზე, ნაძალადევზე ვისაუბრებ, სადაც პროპორციულ და მაჟორიტარულ ნაწილში 6971 ბიულეტენია ბათილად ცნობილი. რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე მოსული ათასობით ადამიანის ხმა გაბათილდა. ამის გარდა, დაკარგულია 670 ბიულეტენი. 103 უბნიდან 35 უბანზე გვაქვს პლიუსი და 103 უბნიდან 90 უბანზე გვაქვს მინუსი. “ლელო” ამ ყველაფერს არ შეეგუება და ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლის ნებასა და ხმას,”- აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved