• რეკლამა
  • კონტაქტი
17:52, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისეთ პარლამენტს მივიღებთ, რომ დედა შვილს ვერ… შეიყვანს!… ვერც მამა!”

ალია ავტორი - ალია
13:37 11-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“რა განმეორებითი არჩევნები?!

აი, განმეორებით არჩევნებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს რომ მიიღებთ, მერე დასხედით და იმღერეთ “თავო ჩემო”!

ვინც ბარიერი ვერ გადალახა, ის არაფერს კარგავს, ისედაც გარეთ დარჩა, ახლა ბარიერგადალახულმა ნათელაშვილის ქარვასლის დახლიდარებმა კი მერე ერთმანეთს ხელები მაგრად ჩასჭიდეთ და “მრგვალი ჯორი” ითამაშეთ, – ბევრი დრო გექნებათ და თან გაერთობით.

განმეორებით არჩევნებში 2012 წლის მექანიზმი ამოქმედდება – “შუა უნდა გაიკრიფოს”!

ხალხი მარტივი არჩევანის წინაშე დადგება: ან ივანიშვილი, ან სააკაშვილი!

ამ არჩევანის რეალურობა ნაწილობრივ 31 ოქტომბერსაც გამოჩნდა.

ეს კი ხელს აძლევს როგორც “ქართულ ოცნებას”, ისე “ნაციონალურ მოძრაობას”: ორივე ლიდერი შეეცდება, მხოლოდ ამ ორმა ძალამ შეიწოვოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი.

ხალხიც რეალურად დაინახავს მანიაკი სააკაშვილის დაბრუნების საფრთხეს და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალის გარშემო გაერთიანდება.

ხოლო ვინც სააკაშვილს ელოდება, იმათი ხმები ერთ პარტიაში აკუმულირდება – ნათელაშვილის ქარვასლას სააკაშვილი გადახურავს.

ეს გეგმა აქვს იმ ბოროტ მასხარას, ხოლო ივანიშვილი არც მას და არც სხვა ვინმეს ხელისუფლებას რომ არ უფეშქაშებს, მგონი უკვე ყველა მიხვდა.

ვინც ჯერ ვერ მიმხვდარა, ჩემი ბრალი არ არის!

ისეთი ვითარება შეიქმნება, რომ მცირე პარტიები კოზაკივით გაიჭყლიტებიან აქლემების ჩხუბში!

დაახლოებით ისე მოხდება, როგორც ახლა დაემართა პატარა პარტიებს: სოსო ჭუმბურიძეს თუ დავესესხები, ისეთ პარლამენტს მივიღებთ, რომ დედა შვილს ვერ… შეიყვანს! ჩემი მხრივ კი დავამატებ: ვერც მამა!

დაიმახსოვრეთ და ასე რომ მოხდება, მერე გაიხსენეთ!

თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა 2003 წელი არ არის და ხელისუფლება მაშინდელივით ადვილად არ ჩამოიშლება და არც განმეორებითი არჩევნები დაინიშნება.

ასე რომ, მხოლოდ ჰიპოთეტურად შეგვიძლია ზემოთ აღწერილი სურათის წარმოდგენა.”

თეგები: ბონდო მძინარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved