• რეკლამა
  • კონტაქტი
11:18, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

11 წლის სპორტსმენი უკვე 10 თასს და 15 მედალს ფლობს – “კოვიდ19 დავამარცხე ერთდღიანი სიცხით და უსიმპტომოდ”

ალია ავტორი - ალია
20:42 11-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

რამდენიმე დღის წინათ აჭარაში მოქმედი 3 საჩოგბურთო კლუბის წევრების შემაჯამებელი ტურნირი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ღია პირველობის წინ უნდა ეჩვენებინა ჩოგბურთელთა მომზადების დონე. სწორედ ამ ტურნირში გაიმარჯვა ბათუმელმა, 11 წლის თეკლა ჩხარტიშვილმა.


თეკლა ცნობილი ბათუმელი წყვილის – მედეა ჩარკვიანის ( თოჯინების თეატრის ყოფილი მმართველი) და ხელოვნებათმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის ქალიშვილია. დღეს თეკლას გამარჯვებები 10 თასს, 15 მედალს და ბევრ სიგელს ითვლის, თუმცა როგორც თავად გვითხრა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც სპორტის ამ სახეობას სჭირდება. რა მოსწონს და რა მიზნები აქვს თეკლა ჩხარტიშვილს ამაზე მკითხველს დღეს თავად მოუყვება.


– თეკლა, კიდევ ერთხელ გილოცავთ ტურნირში პირველობის მოპოვებას. გაეცანი ჩვენს მკითხველს, მოგვიყევი შენი წარმატების შესახებ.


– ვსწავლობ სკოლა ევრო 2000-ის მეექვსე კლასში. ბავშვობიდანვე, როგორც დედა ამბობს, ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, ცოტა ჯიუტი, თავისნათქვამა, ფუმფულა სათამაშოებისა და ატრაქციონების მოყვარული, მეგობრული, მიზანდასახული. პატარაობიდანვე ჩოგბურთის ტურნირებს ვუყურებდი მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით და სურვილი გამიჩნდა, სპორტის ამ სახეობაში დამეწყო ვარჯიში. ჩემი პირველი პედაგოგი ავეტის ხუმროიანი იყო, რომელიც ძალიან კარგად გვიხსნიდა, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს ნამდვილ ჩოგბურთელს და როგორ უნდა მიაღწიო კორტზე წარმატებას. იმავე წლის ბოლოს, შემაჯამებელ ტურნირში, 8 თამაშიდან რვავე მოვიგე. ეს იყო ჩემი პირველი შთამბეჭდავი გამარჯვება. ამან ძალიან დიდი სტიმული მომცა და შემდგომ ტურნირებს ყოველთვის სერიოზულად და პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი. დღესდღეობით მაქვს 10 თასი, 15 მედალი, ბევრი სიგელი და გამარჯვება, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც სპორტის ამ სახეობას სჭირდება. გამარჯვება რომ მოვიპოვო, ამისთვის 3 რამ არის საჭირო: ნიჭი, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა, ამ ყველაფერს პლუს მეოთხე – ფინანსები, რომლის გარეშე სერიოზულ მიღწევებზე ვერც ვიოცნებებ.



– ჩოგბურთის გარდა, სპორტის კიდევ რომელი სახეობა გიტაცებს ?
– ჩემი ჰობი სამეჯლისო ცეკვები, ცურვა და თხილამურებია. საერთოდ, ყველაფერი მიყვარს, რაც ექსტრიმს და ადრენალინს უკავშირდება.


– ასეთ აქტიურ გოგონას ხელი ხომ არ შეგიშალა პანდემიამ?
– პანდემიამ ძალიან იმოქმედა ჩემს აქტიურ ცხოვრებაზე – 4 თვე სახლში ვიყავი გამოკეტილი. ამ დროს ზოგჯერ ეკა მასწავლებლის ვიდეოგაკვეთილებს ვესწრებოდი, ზოგჯერ – ბულვარში ვვარჯიშობდი, მაგრამ მაინც ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მოსაწყენი დღეები იყო. ონლაინგაკვეთილები არ მომწონს, რადგან მიყვარს მეგობრები, კომუნიკაცია, ურთიერთობა, აქტიური ცხოვრება, ინტერნეტით კი ეს ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენია მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები ცდილობენ, გაკვეთილები საინტერესო და სახალისო იყოს.

– როგორც ვიცით, ვირუსმა შენამდეც მოაღწია, როგორ დაამარცხე კოვიდ 19?
– კოვიდ19 დავამარცხე ერთდღიანი სიცხით და უსიმპტომოდ. შეშინებით არ შემშინებია, უბრალოდ 10 დღე გარეთ რომ არ მიშვებდნენ, ამას ძალიან განვიცდიდი.


– მომავალ გეგმებზეც გვესაუბრე.
– დედა ძალიან განიცდის, რომ დროის უკმარისობის გამო ნაკლებს ვკითხულობ, ყველაზე მეტად ‘’ჰარი-პოტერი’’ მიყვარს და ყველა წიგნი წაკითხული მაქვს. კიდევ ძალიან მომწონს ენციკლოპედიის და სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა. ამიტომ თუ დიდი ჩოგბურთელი ვერ გავხდი, ან მეცნიერი ვიქნები ან კიდევ – ბიზნესლედი (იცინის).


ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ თეკლას დედას მედეა ჩარკვიანსაც.

,,თეკლა როდესაც პატარა იყო, მაშინ თოჯინების თეატრის დირექტორი ვიყავი, ამიტომ, შეიძლება ითქვას, ის თეატრში გაიზარდა. ბავშვობიდან ძალიან კომუნიკაბელური, ჰიპერაქტიური, კომფორტული, თბილი, ინტერესიანი, კეთილგანწყობილი და მხიარული იყო. სკოლის ასაკში ამ თვისებებს დაემატა მიზანდასახულობა, ერთგულება, მიმტევებლობა, ემოციურობა, ლიდერის თვისებები. ნაკლიც აქვს – ცოტა ჭირვეულია, წუწუნა , მაგრამ რაც ყველაზე მეტად არ მომწონს – სიზარმაცეა. არადა, არ სჯერათ, რადგან უნიჭიერესია, შეუძლია ნახევარ საათში მოამზადოს 6 გაკვეთილი – ერთი წაკითხვით, თუმცა ერთ ადგილზე მისი ნახევარი საათით გაჩერება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია (იცინის).
მამასთან განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება აქვს. ლაშა თბილისში მუშაობს, ამიტომ მუდამ ენატრება. შეიძლება ესეც არის მიზეზი, რომ ცოტა სევდიანია, კიდევ – გულჩვილი და ალერსიანი. გიჟდება ცხოველებზე, განსაკუთრებით ძაღლებზე და ქუჩაში არც ერთ ოთხფეხას გულგრილად არ ჩაუვლის’’

წყარო – გაზეთი აჭარა

თეგები: კორონავირუსისპორტი

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved