• რეკლამა
  • კონტაქტი
21:44, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პორნოვარკვლავი თუ ჯაშუში? – პირველი ქართველი ჯაშუში ქალი

ალია ავტორი - ალია
17:48 11-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
243

კალამში ჩამონტაჟებული მოსამენი აპარატურა, ბეჭედში ჩამაგრებული დანა, ქამარი, რომელიც ხმლად იქცევა – ალბათ, ფილმების ყურებისას ყველას გვინდოდა მსგავსი საგნები გვქონოდა და ჯაშუშები ვყოფილიყავით.

სინამდვილეში, ჯაშუშებს რთული ცხოვრება აქვთ.

⚪ იზოლდა (ალექსანდრა) კვეტენაძე

ლევილის არქივებიდან უნიკალური ფოტო აღადგინეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის პირველი ქართველი ჯაშუში ქალი იზოლდა (ალექსანდრა) კვეტენაძეა.

jashushi-kali_o_h.jpeg

მას ცივი ომის პერიოდში ქართველ მატა ჰარისაც უწოდებდნენ… მატა, მარგარიტა გერტრუდა ზელეს, სცენური სახელია, ეროტიკული ცეკვების შემსრულებელი, კურტიზანი ქალი და პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ჯაშუში ქალი.

მატასნაირად განთქმული იყო იზოლდა (ალექსანდრა) კვეტენაძე. თუმცა, მისი ცხოვრების შესახებ, ბევრი არაფრია ცნობილი, მხოლოდ რამდენიმე ფოტოა შემორჩენილი.

1921 წელს ის გაგრის კომენდანტის გენერალ თამილა აყაშვილის გვერდით იბრძოდა მე-11 არმიის წინააღმდეგ.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ევროპაში ემიგრაციაში წავიდა, სადაც ეს ულამაზესი ქალბატონი მაშინვე მოხვდა ჯერ საფრანგეთის პოლიტიკური ელიტის წრეებში, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

იზოლდა კვეტენაძე აქტიურად მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიებშიც, ცნობილია, რომ მას ახლო კავშირი ჰქონდა თვით უინსტონ ჩერჩილთანაც.

მიუხედავად ამ ინფორმაციებისა, არსებობს ვარაუდი, რომ იზოლდა კვეტენაძე არ არის რეალური პიროვნება. სტატიაში თანდართულ ფოტოზე ასახული ქალი კი არის ამერიკელი მსახიობი, მოდელი და ყოფილი პორნოვარსკვლავი საშა გრეი, რომლის ფოტოც ლევილის არქივებს შემორჩა და საზოგადოებას ჯაშუშის სახელით გააცნეს.

⚪ მატა ჰარი

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჯაშუში ქალი მატა ჰარი დახვრიტეს. კაცის მოხიბვლის მისებურ მეთოდებზე ლეგენდები დადის. ჰარი მოცეკვავე იყო.

ქალი პარიზის, მონტე-კარლოს, ბერლინის, ვენის, მილანის და მადრიდის მოდურ სალონებში ცეკვავდა.

მატა ჰარი ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალად ითვლებოდა, თუმცა მსოფლიოში სახელგანთქმული სხვა ნიჭის გამო გახდა.

jashushi_o_h.jpeg

პარიზის ყველაზე ლამაზი ქალი მამაკაცებს ხიბლავდა და პარალელურად მათგან სახელმწიფო საიდუმლოებებზე ინფორმაციას იღებდა.

სწორედ ამ საქმიანობის გამო, მას სიკვდილი მიუსაჯეს. ის ომის დროს ჯაშუშობაში ამხილეს კაიზერის, გერმანიის სასარგებლოდ.

მატა ჰარი 1917 წლის 13 თებერვალს პარიზში დააკავეს. სასამართლომ მას სიკვდილი მიუსაჯა.

1917 წლის 15 ოქტომბერს მატა ჰარი ვენსენეს სამხედრო პოლიგონზე დახვრიტეს. ისტორიკოსების უმეტესობა თვლის, რომ ჰარის, როგორც ჯაშუშის მოხერხებულობა, გაზვიადებულია, რადგან მის მიერ მოპოვებული მონაცემები ფასეული არ იყო.

⚪ ვი­ო­ლე­ტა ჟაბო

ფრან­გი ლა­მაზ­მა­ნი ვი­ო­ლე­ტა ჟაბო მზვე­რა­ვი ქმრის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ გახ­და. ის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, ბრი­ტა­ნელ­მა აგენ­ტებ­მა ჯა­შუ­შო­ბი­სათ­ვის გა­და­ი­ბი­რეს.

jashushi_o_h.jpeg

ვი­ო­ლე­ტამ რამ­დე­ნი­მე დი­ვერ­სი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა. თუმ­ცა მალე და­ი­ჭი­რეს, რამ­დე­ნი­მე თვე აწა­მებ­დნენ და 1945 წელს დახ­ვრი­ტეს. 1946 წელს ის გე­ორ­გი­ევ­სკის ჯვრით და­ა­ჯილ­დო­ვეს.

⚪ კრისტენ კილერი

ყოფილი ბრიტანელი მოდელი მეძავიც იყო, თუმცა იგი პირველ რიგში წარმატებული ჯაშუში გახლდათ. რომანი გააბა ბრიტანეთის სამხედრო მინისტრთან, ჯონ პროფიუმოსთან და საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ატაშესთან – ევგენიევთან. ქალი ინფორმაციას სამხედრო მინისტრისგან იგებდა და თავის მეორე, საბჭოთა საყვარელს გადასცემდა, საქმის გასკდომის შემდეგ, პროფიუმო გადადგა, შემდეგ კი არჩევნებიც წააგო.

jashushi_o_h.jpeg

წყარო – დაიჯესტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved