• რეკლამა
  • კონტაქტი
07:39, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბევრი კომპანია გაკოტრდება, თუ სახელმწიფო ამას არ გააკეთებს”

ალია ავტორი - ალია
14:12 11-05-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ფრენებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება დაგვიანებულია და სახელმწიფო გაცილებით ლიბერალური უნდა ყოფილიყო ამ მიმართულებით.

„სხვა ქვეყნებიდან უნდა აგვეღო მაგალითი და ფრენების თვალსაზრისით, ასეთი მკაცრები, კონსერვატიულები და გადაზღვეულები არ უნდა ვყოფილიყავით. რაც შეეხება ფინანსურ მარკეტინგულ მდგომარეობას ბაზარზე, ძალიან ცუდ ადგილას ვართ. სიტუაცია გაცილებით რთულია, ვიდრე მარტო კოვიდის გამო შეიძლებოდა ყოფილიყო. საქართველოში შემომყვანი ტურიზმი ძალიან გადაბმულია სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ორგანიზებული ტურისტების 30-40% კომბინირებაში აკეთებს ტურს საქართველოში. ამ ტურების ნაწილის გენერირება ხდება როგორც სომხეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ტურები ჩაიხსნება და რეალურად კომბინირებული ტურები უახლოეს სეზონზე შეწყდება, რაც ძალიან ცუდია. ამასთან, გვაქვს პოლიტიკური გარემოს პრობლემაც, რადგან არჩევნებმა მოლოდინები არ გაამართლა და იცით რაც ხდება.

რაც შეეხება ფინანსური თვალსაზრისით, ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, სახელმწიფო წინმსწრებად უნდა ფიქრობდეს და ტურიზმის სექტორი კი არ უნდა ითხოვდეს გადასახადების გადავადებას, არამედ სახელმწიფო უნდა ასწრებდეს მას. თუ ეს არ მოხდა, ბევრი კომპანია აღმოჩნდება არაადეკვატურ მდგომარეობაში, დაიწყებს ფიქრს ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლაზე და მივიღებთ უკუეფექტს – ბევრი გაკოტრდება, ბევრი გადავა ჩრდილში და საერთოდ, ნიჰილიზმი დაისადგურებს ამ სფეროში. ამიტომ სახელმწიფოს ვალია, რაც შეიძლება ბრძნულად გადაწყვიტოს ეს საკითხი, ნაკლები საგადასახადო ტვირთი დაადოს ამ სექტორს. ქონებასთან და შემოსავლებთან დაკავშირებული ყველანაირი გადასახადები უნდა განულდეს, მთელი იმ სტაგნაციის პერიოდში, რომელიც გვექნება. ამაზე მეტი ფორსმაჟორი საქართველოს უახლოეს ისტორიაში შესაძლოა, არც არსებობდეს,“-განაცხადა კიკნაძემ.

თეგები: ეკონომიკა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved