• რეკლამა
  • კონტაქტი
08:02, შაბათი, 2 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელოს” განცხადებით მოქალაქეების თითოეულ ხმას დაიცავენ და “ქართული ოცნების” უარს, ოპოზიციური პარტიების საჩივრების განხილვაზე არ დაუშვებენ

ალია ავტორი - ალია
13:45 11-05-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

 “ლელოს” ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და საარჩევნო საოლქო კომისიებთან მიმდინარე  დაპირისპირება შეაფასეს.

დაპირისპირების მიზეზი “ქართული ოცნების გადაწყვეტილებაა, არ განიხილონ  არცერთი პარტიის საჩივარი არ განიხილოს. 

“ლელო” აცხადებენ,  რომ მათი გადაწყვეტილება გაყალბების გაგრძელებაა. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება არის დანაშაული და დღეს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება.

“არცერთი პარტიის და ორგანიზაციის საჩივარი არ განიხილება, ეს გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილის “ქართულმა ოცნებამ” თავის დამქაშების დახმარებით და არის ტოტალური გაყალბების გაგრძელება.  დღეს წყდება ჩვენი სახელმწიფოს ბედი, სადაც ამქვეყნის მოქალაქეებს წაგვართვეს არჩევანის უფლება, წაგვართვეს ხმის უფლება. მოგიწოდებთ ყველას დაიცვან საკუთარი არჩევანი. ხოლო საოლქო კომისიას მოვუწოდებ, ნუ შეასრულებენ ბიძინა ივანიშვილის სისხლის სამართლის დანაშაულის გადაწყვეტილებებს, რომელიც დემოკრატიას ასამარებს ჩვენს სახელმწიფოში,”-განაცხადა კუპრაძემ. 

“ქართულ ოცნებას” მესამე ვადით ხელისუფლებაში, მოქალაქეების ხმების მოპარვის ხარჯზე უნდა”-ამის შესახებ პარტიის საგანგებო ბრიფინგზე მედეა მეტრეველმა ისაუბრა. 

“არჩევნების გაყალბებისა და ხალხის ხმებია მოპარვის ხარჯზე უნდათ მესამე

ვადით დარჩენა, რაც ჩვენს მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება. სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეკისრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და აპარატის თითოეულ წევრს, რომლებიც ჩართულები არიან ძალიან მძიმე დანაშაულებრივ პროცესში. საზოგადოებას კი ერთიანობისკენ და თავიანთი ხმების დაცვისკენ მოვუწოდებ,”-აცხადებს მედეა მეტრეველი. 

 ბრიფინგზე იმყოფებოდა და არსებული მდგომარეობა განიხილა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა. 

“ამ წუთში როდესაც ჩვენ სიტყვით მოგმართავთ,  ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის მასშტაბით დააკანონოს ის უმსგავსობა, რაც უნდათ რომ არჩევნების სახით თავს მოგვახვიონ. დღეს საქართველოს თავისუფლების და მოქალაქეების არჩევანის თავისუფლების ბედი წყდება საოლქო კომისიებთან. მხოლოდ “ლელომ” 300 საჩივარი შეიტანა და არც ერთის განხილვა არ ხდება. ეს არის რუსული ოცნების თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე, რაც დაუყოვნებლივ უნდა შევაჩეროთ,”-განმარტა დათუნაშვილმა. 

ხმების დაცვისა და სამართლებრივ ჩარჩოში პროტესტის გამოთქმისკენ მოუწოდა მოსახლეობას “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ. 

“ერთადერთი პრეცედენტი დაუშვა რუსულმა ოცნებამ, როდესაც სამგორის ოლქში ერთ-ერთი უბანი გახსნა და აღმოჩნდა პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული და სიყალბე. როგორც კი შეატყვეს რა დღეში იყვნენ და მათი ფარსი მჟღავნდებოდა ტოტალურად ყველგან უარი თქვეს გასაჩივრებაზე. სამართლებრივად მიუღებელი ფაქტებით გვეუბნებიან, რომ საჩივრის განხილვა არ მოხდება. ყველას მოვუწოდებ მშვიდად კონსტიტუციურ ფარგლებში ჩვენი პროტესტი გამოვხატავთ და ჩვენი ხმები დავიცვათ,”-აცხადებს სამუშია.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved