• რეკლამა
  • კონტაქტი
22:48, პარასკევი, 13 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიბერთი #გულით და ,,მაკ ჯორჯია“ -ს ერთობლივი სოციალური პროექტი

ალია ავტორი - ალია
20:40 11-04-2020
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

4 ნოემბერი 2020 – დღეს, ლიბერთი ბანკსა და მაკ ჯორჯიას (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზე ლიბერთი, ბანკის თანამშრომლებში მოხალისეების შერჩევასა და მაკ ჯორჯიას მიერ დაგეგმილი პროექტების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ლიბერთის თანადგომით, მაკ ჯორჯია ასევე განახორციელებს პროექტს – „მესტუმრე“, რომელიც პანსიონებში მცხოვრებ ხანდაზმულებთან ახალგაზრდების რეგულარულ კომუნიკაციასა და სოციალურ ინტერაქციას ისახავს მიზნად.

პროექტი „მესტუმრე“ მიზნად ისახავს კვირაში ერთხელ, ერთი საათის განმავლობაში, მოხუცთა პანსიონებში მცხოვრებ ხანდაზმულებს მისცეს ახალგაზრდებთან რეგულარული სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობა. პროექტი მესამე წელია აქტიურად და წარმატებულად მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის ჩართულია 40 მდე მოხალისე და თბილისის მასშტაბით არსებული 5 ხანდაზმულთა პანსიონატი. ერთობლივი პროექტის ფარგლებში კი, ლიბერთის თორმეტი თანამშრომელი გაივლის სპეციალურ ტრენინგს, დაისწავლის სხვადასხვა უნარ ჩვევებს და მიიღებს მონაწილეობას მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებში. ,,მაკ ჯორჯია მოხარულია, რომ საბანკო სექტორის ისეთმა დიდმა წარმომადგენელმა, როგორიც ლიბერთი ბანკია, ინიციატივა გამოიჩინა პროექტ ‘მესტუმრეს’ მხარდასაჭერად. ლიბერთი ბანკის სახით შეძენილი მეგობარი, საშუალებას მოგვცემს ვესტუმროთ თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ კიდევ უფრო მეტ ხანდაზულს. ვიმედოვნებთ, რომ ბიზნეს სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლები თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეძლებენ ჩაერთონ მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული პროექტებისგანვითარებაში.”- ჯერემი ჯეიმს გასკილი, მაკ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი.

‘ლიბერთი უკვე მრავალი წელია, მხარს უჭერს საზოგადოების იმ ნაწილს რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მოგეხსენებათ, ჩვენ ვფარავთ ქვეყანაში რეგისტრირებული 52 მოხუცთა პანსიონისა და ბავშვთა სახლის კომუნალურ გადასახადებს და მთელი წლის განმავლობაში ისინი უზრუნველყოფილი არიან შუქითა და სითბოთი. ასევე, მთელი წლის განმავლობაში მათ მხარს ვუჭერთ სხვადასხვა აქტივობებით და ვცდილობთ ვაგრძნობინოთ, რომ მათ გვერდით ვართ მთელი გულით. ეს ერთობლივი პროექტიც, ჩვენთვის დაწყებული საქმის გაგრძელებაა და ძალიან სასიხარულოა რომ პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვეს ლიბერთის თანამშრომლებმა. ეს ახალგაზრდები, გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს და პროფესიონალ მოხალისეებად ჩამოყალიბდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი კეთილი საქმეების კეთება, ბებია-ბაბუებთან ურთიერთობა, ორივე მხარისთვის ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო იქნება’ – გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.

მაკ ჯორჯია სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე პირებს, მათი ოჯახის წევრების და მათზე მზრუნველი საზოგადოების კომპეტენციის გაძლიერების გზით, განათლებისა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერას სთავაზობს: – ავითარებს და მხარს უჭერს სხვადასხვა პროექტებს; – უზრუნველყოფს სამედიცინო საჭიროებების იდენტიფიკაციას და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას (მასალები,მედიკამენტები); – მხარს უჭერს საგანმანმათლებლო საქმიანობებს (ფინანსურად და პროფესიულად); – უზრუნველყოფს ინფორმირებას შემდეგ საკითხებზე: შეზღუდული შესაძლებლობები, ქცევის მართვა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და კრიზისული ინტერვენცია.) ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved