ბათუმის მრავალპროფილურ სამშობიარო სახლის ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას კლინიკის დირექტორმა, ნუგზარ პაპავამ განუცხადა.
“ჩვილს დაბადებისთანავე ანალიზს არავინ უღებს, მეორე დღეს უღებენ. ბავშვი არის 3-4 დღის. მეორე დღეს ავუღეთ ანალიზი და პასუხი გუშინ მოვიდა, თავს გრძნობს გადასარევად”, – ამბობს კლინიკის დირექტორი.
მისივე თქმით, ახალშობილის დედაც კოვიდინფიცირებულია და მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.
კომენტარები