• რეკლამა
  • კონტაქტი
02:03, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბევრ ადამიანთან მქონდა კავშირი – ვინც თვლის საჭიროდ თავი გადაიმოწმოს” – სალომე სამადაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:33 11-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
221

„ენმს“ ერთ-ერთ ლიდერს სალომე სამადაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში თავად წერს.

„მეგობრებო, დამიდასტურდა უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდ-19. ვარ თვითიზოლაციაში. I have tested positive for the Covid-19, I am feeling fine, just a little headache“, – წერს სამადაშვილი.

სალომე სამადაშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

„გიორგი რურუას მონახულებას რომ ვცდილობდი, საპატიმროში შესვლამდე მომთხოვეს ტესტი გამეკეთებინა. რადგან ნებართვა გასცეს იმ პირობით, რომ ტესტს გავიკეთებდი. გავიკეთე გუშინ და სამწუხაროდ, დღეს დადებითი პასუხი მივიღე.

მხოლოდ თავის ტკივილი მაქვს, სხვა სიმპტომი არა. მკურნალობას სახლში განვაგრძობ, თვითიზოლაციაში ვარ. 112-ზე რამდენჯერმე დავრეკე და სამწუხაროდ, არ ირეკება. შემდეგ ჩემს დაზღვევას დავუკავშირდი და ახლა ოჯახის ექიმის დაკავშირებას ველოდები“, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

მისი თქმით, არ იცის საიდან დაინფიცირდა, რადგან არჩევნების პერიოდში პრევენციული ღონისძიებების მიუხედავად, უამრავ ადამიანთან ჰქონდა შეხება.

„ვფიქრობ, რომ ჩემს შემთხვევაში რთულია დადგენა, საიდან დავინფიცირდი. არჩევნების პერიოდში საკმაოდ ბევრ ადამიანთან გვიწევდა კავშირი, მიუხედავად იმისა, რომ პირბადე სულ მეკეთა, სამწუხაროდ, 100%-ით ვერ გვიცავს. მე გამიჭირდება ყველას დავუკავშირდე, რადგან ოჯახის წევრების გარდა, ყველას პირბადით ვეკონტაქტებოდი, გავაკეთე საჯარო განცხადება – ვინც თვლის საჭიროდ თავი გადაიმოწმოს. ვისთანაც შეხება მქონდა, გამიჭირდება რომ მე დავუკავშირდე. 

პირბადეს მხოლოდ კამერების წინ, რამდენიმე წამით ვისხნიდი. ფაქტობრივად, სულ პირბადით ვიყავი. ვთვლი, რომ მაღალ საფრთხეს არ წარმოვადგენ სხვებისთვის. მინდა ადამიანები დავამშვიდო,თუ უსიმპტომო და მსუბუქი ფორმაა, საშიში ნამდვილად არ არის“, – განაცხადა სამადაშვილმა.

თეგები: სალომე სამადაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved