• რეკლამა
  • კონტაქტი
05:18, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდესაც ნაცებში ავიზილეთ, ჩვენი მხარდაჭერის სურვილი 100 ათას ამომრჩეველს გაუქრა – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:19 11-02-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ევროპულმა საქართველომ 100 ათასი ხმა დაკარგა – ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციაურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, როდესაც სააკაშვილს გამოეყო “ევროპული საქართველო” პარტიას 175 000 ხმა ჰქონდა.

“გუშინ საარჩევნო არითმეტიკა დავდე – 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ევროპულმა საქართველომ 100 ათასი ხმა დაკარგა.
დამესიენ მიშისტები – მიშაზე ცუდს რომ ამბობთ, მაგიტომო.
ძვირფასო უგონოებო:
2017 წელს ევროპული საქართველო ნაციონალურ მოძრაობას გამოეყო, მიხეილ სააკაშვილს ჯართი უწოდა და მიხეილ სააკაშვილის ინტენსიური პროპაგანდის ფონზე, რომ მოღალატეები ვართ – 155 ათასი ხმა აიღო.
2018 წელს – ნაციონალებთან დაპირისპირების პირობებში ავიღეთ 175 ათასი ხმა.
რა მოხდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების 1 ტურის მერე, რასაც შეეძლო 175 ათასი ხმა ასი ათასით შეემცირებინა?
2018 წლის პირველ ტურში ნაციონალური მოძრაობის წარმატების შემდეგ ევროპული საქართველოს ლიდერების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ სააკაშვილმა გაიმარჯვა და ნაციონალური მოძრაობის ორბიტაზე გადაბარგდა, “მზისქვეშეთში” ადგილის შესანარჩუნებლად.
ამ არცთუ ბრძნული მანევრიდან ორი წლის თავზე ამომრჩეველმა განაჩენიც დადო – დაკარგული 100 ათასი ხმა.
კი, მართალია, რომ ევროპულმა საქართველომ არჩევნებამდე 2 თვით ადრე რჩევა სერიოზულ ხალხს ჰკითხა, ისეთ ხალხს, ვისთვისაც პოლიტიკური კამპანიის წარმოება პროფესიაა და აუხსნა იმ ხალმა პარტიას, რომ 2018 წლიდან არასწორად მიდის და სააკაშვილთან მკაფიო გამიჯვნაა საჭირო იმისთვის, რომ ამომრჩეველმა დამოუკიდებელ მოთამაშედ აღგიქვას და შენს მხარდამჭერად ჩამოყალიბდეს.
არჩევნებამდე 1 თვით ადრე მკაფიო გამიჯვნაც დაიწყეს.
მაგრამ 1 თვე საკმარისი არ აღმოჩნდა 2018 წელს დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.
ეგაა და ეგ.
მოკლედ, პირიქითაა ეგ ამბავი:
როდესაც სააკაშვილს გამოვეყავით და თანმიმდევრულად შორს ვიჭერდით მისგან თავს გვქონდა 175 000 ხმა.
როდესაც ნაცებში ავიზილეთ, ჩვენი მხარდაჭერის სურვილი 100 ათას ამომრჩეველს გაუქრა.
ვისაც ჭკუა აქვს, ამ გამოცდილებას მის სასარგებლოდ გამოიყენებს”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved