• რეკლამა
  • კონტაქტი
06:05, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ ცნობს უფლებამოსილებას პარლამენტი

ალია ავტორი - ალია
18:39 11-01-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

საქართველოს პარლამენტში პროპორციული სიით დაკომპლექტდება 120 მანდატი, მაჟორიტარულით – 30. 

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის დაკომპლექტების და უფლებამოსილების ცნობის შესახებ კონსტიტუციაში წერია: 

მუხლი 38

“ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს”. 

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მკითხველისთვის პროცედურებს დეტალურად განმარტავს: 

“არჩევნების შედეგების და სიების მიხედვით, ცესკოს შეუძლია დეპუტატების პირველადი სია რამდენიმე დღეში დაადგინოს, თუმცა, საბოლოო სიას ვერ დაწერს. ვინაიდან პარალელურად არის 30 მაჟორიტარული ოლქი და მათ ნაწილში მეორე ტურებიც ტარდება. 

თუ მაჟორიტარი გაიმარჯვებს თავის ოლქში, მას ერგება მანდატი. ამასთან, პროპორციული სიითაც შეიძლება ერგოს მანდატი პარლამენტში. ამ შემთხვევაში მის ადგილს სხვა დაიკავებს ისევ პროპორციული სიიდან. 

ამიტომ, სანამ ბოლომდე არ დადგინდება შედეგი ყველა ოლქში, მანამდე დეპუტატების პერსონალური შემადგენლობა ვერ შედგება. 

როცა ეს პროცედურა დასრულდება, ცესკო დაწერს დეპუტატების სიას. 

ამ სიაში უნდა იყოს 100 ან მეტი დეპუტატი. ანუ 150-ის 2/3. 

ამის შემდეგ პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. ეს იქნება პარლამენტის პირველი სხდომა, რომელიც შემდგარად ჩაითვლება, თუ მას დაესწრება 76 ან მეტი დეპუტატი. მათ, პირველ რიგში, არჩეულად უნდა ცნონ ცესკოს მიერ დეპუტატებად გამოცხადებულ პირთა უფლებამოსილება. ანუ არა მხოლოდ თავისი უფლებამოსილება, არამედ იმათიც, ვინც ცესკომ გამოაცხადა არჩეულად, მთლიანი სია. 

სანამ პარლამენტი არ ცნობს არჩეულ პირთა უფლებამოსილებას, მანამ ვერავინ იტყვის უარს თავის მანდატზე. 

მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცნობს ცესკოს მიერ დეპუტატებად მიერ გამოცხადებულ პირთა უფლებამოსილებას, დეპუტატებს შეუძლიათ დაწერონ განცხადება და გადადგნენ. 

იმ შემთხვევაში, მანდატზე უარს იტყვის თუ პარტიული სიით არჩეული დეპუტატი, კანონის თანახმად, მის ადგილს იკავებს სიაში მომდევნო. ვთქვათ არჩეულია 10 ადამიანი. 1-ლის ადგილს – სიაში იკავებს რიგით მე-11, მეორის ადგილს მე-12 და ა.შ ანუ ვერ შემცირდება არჩეულთა რაოდენობა, თუ პარტიებმა არ გააუქმეს თავიანთი სიები. თუ სიები გააუქმეს, არ ეყოლებათ უფლებამონაცვლეები.

დავუშვათ, სიები გააუქმა და მანდატზე უარი თქვა 30–მა დეპუტატმა, ამ 30 ადგილს პარლამენტში ვერავინ დაიკავებს 4 წლის განმავლობაში”. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved