• რეკლამა
  • კონტაქტი
23:05, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხატია დეკანოიძის თქმით, მის ოფისში უცნობი პირი მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას აპირებდა

ალია ავტორი - ალია
14:36 10-18-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

„ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მათ ოფისში გამთენიისას უცნობი პირი სახურავიდან შეიპარა, რომელიც სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას აპირებდა.

დეკანოიძის განცხადებით, ეს იყო სავარაუდოდ წინასწარ დადგმული, რადგან ოფისში ელექტროენერგია გამოირთო და შესაბამისად, ოფისში დამონტაჟებულმა კამერებმა ვერ გადაიღო მომხდარი ფაქტი.

როგორც დეკანოიძე ამბობს, ამ პირმა ოფისი მალევე დატოვა, რადგან შტაბში მყოფმა ახალგაზრდებმა მისი ფეხის ხმა გაიგეს.

„შტაბში იყვნენ იმ დროს ჩვენი ახალგაზრდები დარჩენილები, რომლებიც გეგმავდნენ დღევანდელ ღონისძიებას. შუქის ჩაქრობის შემდეგ ახალგაზრდებმა გაიგეს ხმა, სიარულის ხმა, რომელიც ჩამოდიოდა ჩემი ოთახიდან. სპეციალურად გამორთული ელექტროენერგიის ფონზე გაიგეს ნაბიჯების ხმა. როდესაც ახალგაზრდები ავიდნენ მესამე სართულზე, ეს ადამიანი გადაძვრა ფანჯრიდან და გაუჩინარდა. ნაფეხურებია ჩემს ოთახში, მათ შორის სკამებზე, ასევე სახურავზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სპეციალურად გამორთეს ელექტროენერგია, რომ გადმოეღწიათ ჩემს სამუშაო ოთახში. გონივრული ეჭვი, რომელიც გვებადება არის ის, რომ სამართალდამცავი სამსახურების მიერ, სუს-ის მიერ სურდათ გადმოსულიყვნენ და დაემონტაჟებინათ სპეციალური აპარატურა, ვინაიდან სურთ გაიგონ, რას ვსაუბრობ ჩემს ოთახში.

ჩვენ მივმართეთ სამართალდამცველებს. მოვიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მაგრამ გვითხრეს, რომ სამწუხაროდ კინოლოგებმა ვერანაირი კვალი ვერ აიღეს. ფაქტია, რომ ეს იყო სპეციალურად გაკეთებული უკანონო შემოჭრა ჩვენს ოფისში, რათა დაემონტაჟებინათ ფარული თვალთვალის და მიყურადების აპარატურა, იმიტომ რომ გასაგებია, უამრავი ფანჯარაა ამ შტაბში და მხოლოდ ჩემს ფანჯარაში გადმოძვრნენ. ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც აქვს წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს – სუს-ის გამოყენება, ფარული თვალთვალი, ოპონენტების შტატებში შეღწევა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს ხდება ცენტრალურ დონეზე, როდესაც თიშავენ ელექტროენერგიას და შემდეგ გადმოძვრნენ ჩემს ოფისში. მე მივმართავ შსს-ს და ყველა იმ უწყებას, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს, რომ გამოძიება ჩატარდება, თავი დაანებეთ უკანონო ქმედებებს. ჩვენს შტაბში დიახ, იგეგმება ის სტრატეგია, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს ოპონენტებს. ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს, მაგრამ ფარული თვალთვალი არის უკანონო“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-177 მუხლით, რომელიც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ამ დროისათვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved