• რეკლამა
  • კონტაქტი
14:45, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი…“ – კოვინდინფიცირებული ნოდიკო ტატიშვილი ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

ალია ავტორი - ალია
15:38 10-17-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი კოვიდ დადებითი პაციენტია. ვირუსი მას ორი დღის წინ დაუდასტურდა, თუმცა ამ დრომდე არ აქცევენ სათანადო ყურადღებას.

ამის შესახებ მან დღეს “ტვ პირველის” ეთერშიც განაცხადა.

“ხუთ­შა­ბათს მქონ­და კონ­ტაქ­ტი ერთ-ერთ ქალ­ბა­ტონ­თან, არც ხელი ჩა­მო­მირ­თმე­ვია, არც გა­და­მი­კოც­ნია, უბ­რა­ლოდ ერთ ოთახ­ში მოგ­ვი­წია ყოფ­ნა, რა თქმა უნდა, პირ­ბა­დე­ე­ბით, სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. იმ ქალ­ბა­ტონს იმ ღა­მით მის­ცა მა­ღალ­მა სი­ცხემ, მე­ო­რე დღეს გა­ი­კე­თა ტეს­ტი და გვი­ან ღა­მით უკვე და­უ­დას­ტურ­და კო­ვი­დი.

ჩემ­თან არა­ვის არ და­უ­რე­კავს, არც ერთ ეპი­დე­მი­ო­ლოგს და სა­ერ­თოდ არა­ვის, გარ­და ამ ქალ­ბა­ტო­ნი­სა, მივ­ხვდი, რომ უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი იზო­ლა­ცი­ა­ში იმი­ტომ, რომ და­მეც­ვა სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­ფიქ­რე, შე­იძ­ლე­ბა მე თვი­თონ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი უკვე და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­თქო. იზო­ლი­რე­ბი­დან მე­ხუ­თე დღემ­დე ვი­ყა­ვი უსიმპტო­მო და უბ­რა­ლოდ გა­მო­ვი­ძა­ხე ლა­ბო­რა­ტო­რია, რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა ანა­ლი­ზი სახ­ლში.

სა­ღა­მოს და­მიდ­გინ­და სუს­ტად და­დე­ბი­თი და ალ­ბათ, ამ სტრეს­ზე და ნერ­ვი­უ­ლო­ბა­ზე მომ­ცა სი­ცხე, 37.1 მქონ­და, მე­ო­რე დღეს ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან კარ­გად, 36,6 მქონ­და ტემ­პე­რა­ტუ­რა, გვი­ან ღა­მით გა­მი­კე­თეს PCR ტეს­ტი და უკვე ნამ­დვი­ლად და­დას­ტურ­და, რომ ვარ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

რო­გორც მივ­ხვდი, ით­ვლე­ბა, რომ არ ვარ მძი­მე პა­ცი­ენ­ტი, თავ­საც არ ვგრძნობ მძი­მედ, მაქვს მი­ნი­მა­ლუ­რი სი­სუს­ტე, ცოტა დის­კომ­ფორ­ტი, თუმ­ცა ვერ გე­ტყვით, რომ ცუ­დად ვარ, ვერ დავ­დი­ვარ და ფეხ­ზე ვერ ვდგე­ბი”, – ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

მი­სი­ვე თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბი­დან 18 სა­ა­თის შემ­დეგ და­უ­კავ­შირ­და ოჯა­ხის ექი­მი, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში კი მას­თან არა­ვის და­უ­რე­კავს:

“ამა­ზე ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი და გე­ტყვით რა­ტომ – რო­დე­საც ხარ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მგო­ნია, რომ მო­მენ­ტა­ლუ­რად უნდა რე­კავ­დეს ექი­მიც და ეპი­დე­მი­ო­ლო­გიც, იმი­ტომ, რომ 18 სა­ათ­ში ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ისე გარ­თულ­დეს, რომ მი­ვი­დეთ ძა­ლი­ან ცუდ შე­დე­გამ­დე. მე­ო­რე თემა კი­დევ ისაა, რომ ეპი­დე­მი­ო­ლოგ­მა თუ არ გა­არ­კვია, ვის­თან მქონ­და კონ­ტაქ­ტი, და­ვუშ­ვათ ახლა მე რომ ბევ­რი კონ­ტაქ­ტი მყავ­დეს…18 სა­ა­თის მერე რომ გა­არ­კვევ კონ­ტაქ­ტებს…”, – ამ­ბობს ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი.

მომ­ღერ­ლის თქმით, ექიმ­მა ურ­ჩია, რომ მი­ი­ღოს ბევ­რი სი­თხე და თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა 38-ს გა­დას­ცდე­ბა, და­ლი­ოს სი­ცხის დამ­წე­ვი. ტა­ტიშ­ვი­ლი ასე­ვე სა­უბ­რობს იმის შე­სა­ხებ, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სი­ტუ­ა­ცი­ას სა­თა­ნა­დოდ ვერ აკონ­ტრო­ლებს.

“რო­დე­საც ვუს­მენ ხოლ­მე ჩვენს ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს, ის ძა­ლი­ან მშვი­დად სა­უბ­რობს, რომ ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებს…რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ცოტა მე­ტად უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოს სი­ტუ­ა­ცია იმი­ტომ, რომ კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტთან 18 სა­ა­თის მერე რომ რე­კავს ექი­მი და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი, მე მგო­ნია, რომ ეს არის ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა. მინ­და ვუ­თხრა მი­ნისტრს, რომ თუ ამ­ბობს ყვე­ლა­ფერს ვა­კონ­ტრო­ლე­ბო, ვერ აკონ­ტრო­ლებს, ალ­ბათ”, – ამ­ბობს ტა­ტიშ­ვი­ლი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved