• რეკლამა
  • კონტაქტი
01:35, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე მინისტრ ტიკარაძეს საჯარო დისკუსიაში იწვევს

ალია ავტორი - ალია
13:45 10-17-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი ჯანდაცვის მინისტრს კითხვებით მიმართავს. როგორც სერგგო ჩუხლაძე აღნიშნავს ქვეყანაში ეპიდვითარება ყოველდღე უარესდება. ჩიხლაძე კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძეს დისკუსიაში იწვევს
 “ყოველდღე უარესდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ყოველდღე უარესდება ეპიდსიტუაციის მართვა ქვეყანაში. მორღვეულია მთლიანად ტესტირება-დიაგნოსტიკის კომპონენტი, გაურკვეველი და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება საწოლფონდთან დაკავშირებით, სავალალო მდგომარეობაა ე.წ. კოვიდ სასტუმროებში, 112 და სასწრაფო დახმარება დროულად და რიგ შემთხვევებში საერთოდ ვერ რეაგირებს მოქალაქეების ჯანდაცვის საჭიროებებზე. არ გვაქვს ინფორმაცია რა მდგომარეობაა სამედიცინო სახარჯი მასალების ან წამლების კუთხით ქვეყანაში, სამედიცინო პერსონალის გადამზადება და ეფექტურად ადამიანური რესურსების მობილიზება ჯანდაცვის სფეროში კვლავ არ ხდება.  სრულიად გაუმჭვირვალეა კოვიდთან მიმართებაში მობილიზებული და უცხოური დახმარების სახით მიღებული მილიარდობით ლარის ხარჯვის პროცესი. ამასთან ერთად, დღითიდღე უარესდება ადამიანების და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. უკვე ყოველ დღეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ეფექტური გეგმისა და სტრატეგიის გარეშე, ყოველი 1 დღის დაყოვნება ნიშნავს დამატებით გარდაცვლილ ადამიანებს, დამატებით ათასობით დაინფიცირებულ ადამიანს, დამატებით ათასობით სიღარიბისთვის და შიმშილისთვის გაწირულ ადამიანს. დაუყოვნებლივ ვითხოვ საჯარო დისკუსიას ჯანდაცვის მინისტრ ქალბატონ ტიკარაძესთან და ვუსვამ კონკრეტულ კითხვებს: 1. რა გააკეთეთ განვლილ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემის ეპიდემიის ტალღისთვის მოსამზადებლად და სად დაიხარჯა კოვიდზე მობილიზებული თანხები?2. რატომ გვეღუპება ადამიანები ე.წ. კოვიდ სასტუმროებში და რატომ რჩება ასეთ სივრცეებში პაციენტები  ყოველგვარი სამედიცინო ზედამხედველობის გარეშე?3. რატომ ვერ ააწყვეთ ტესტირება-დიაგნოსტიკის კომპონენტი ქვეყანაში გასული 6 თვის მანძილზე?4. რატომ არ მუშაობს 112 და სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპონენტი ქვეყანაში და რატომ უწევთ მოქალაქეებს საათობით ლოდინი საჭირო სამედიცინო დახმარების მისაღებად?5. რატომ არ დაიწყეთ ჯერ კიდევ გაზაფხულზე ოჯახის ექიმების მასიური ტრენინგი და მომზადება პაციენტების ბინაზე სამართავად?6. რატომ არ დაიწყეთ მოლაპარაკება კერძო სექტორთან საჭირო საწოლფონდის და სამედიცინო პერსონალის მობილიზაციისთვის და მოსამზადებლად? და რატომ იწყებთ ამაზე ფიქრს მხოლოდ ახლა ოქტომბერში, როდესაც სიტუაცია კონტროლიდან გაგექცათ.7. რა გეგემა გაქვთ ეპიდემიის სამართავად? წარმოადგინეთ კონკრეტული, დროში გაწერილი და განსაზღვრულ  ინდიკატორებზე დაფუძნებული გეგმა, ყველა მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირებით” – სერგო ჩიხლაძე 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved