• რეკლამა
  • კონტაქტი
03:42, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მეგულება უკეთესი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე, ვიდრე მამუკა ხაზარაძეა” – დავით გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
12:34 10-17-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

“მე მჯერა პარტია “ლელოს” წარმატების, რადგან მისმა დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ყველაზე პატარა ბიზნესებიდან გიგანტური ბიზნესები შექმნეს ჩვენს ქვეყანაში. ” – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთ ღონისძიებაზე სამგორის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფიქრია ჩიხრაძის მეგობარმა და “ლელოს” მხარდამჭერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, “ლელოს” აქვს სწორი ხედვა, რომ პარტია და პოლიტიკური ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმო. 


“ყველა პროექტი, რომელიც მამუკას და ბადრის წამოუწყია, არის წარმატებული და დარწმუნებული ვარ, პარტიაც ასეთივე წარმატებული იქნება, რადგან “ლელოს” აქვს ყველაზე სწორი მიდგომა ახალგაზრდების პოლიტიკაში შემოყვანის მხრივ. პარალელურად, პარტიას ჰყავს წლების გამოცდილი პოლიტიკოსები და ეს ყველაზე გონივრული მიდგომა. მე არ მეგულება ისეთი ადამიანი,  რომელიც ჩვენი ქვეყნის ლარს და ეკონომიკას დაძრავს, ვიდრე ბადრი ჯაფარიძეა. არ მეგულება ჩვენი ქვეყნის უცხოელ
პარტნიორებთან მომლაპარაკებელი იმაზე კარგი, ვიდრე დავით უსუფაშვილია და ასე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ამ გუნდზე. 8 წელია, წამოვედი პოლიტიკიდან და დღესაც მეკითხებიან, გვეშველება თუ არა რამე. ყველას გიპასუხებთ, თუ მივალთ არჩევნებზე და შემოვხაზავთ 56-ს, ნამდვილად გვეშველება,”- განაცხადა გამყრელიძემ.
დავით გამყრელიძემ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატ ფიქრია ჩიხრაძეზეც ისაუბრა და მისი პოლიტიკური წარსული გაიხსენა. 
“8 წელია, რაც პოლიტიკიდან წავედი და საჯარო აქტიურობაც შევწყვიტე, დღეს კი ობიექტური მიზეზის გამო ეს პირობა დავარღვიე და ახლა თქვენ წინაშე ვარ. დღეს ვარ ჩემი უახლოესი მეგობრისა და წლების განმავლობაში თანამებრძოლის, ფიქრია ჩიხრაძის ოლქში და ვესწრები მის წარდგენას. მე ფიქრია მახსოვს, როგორ იბრძოდა რუსი გენერლების წინააღმდეგ, როდესაც დავით გარეჯს ესროდნენ. ერთად ალყაშემორტყმულ სოხუმშიც აღმოვჩნდით. ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ეს ადამიანი არის ნამდვილი მებრძოლი და პატრიოტი საკუთარი ქვეყნის. არავის არ სჯეროდა, რომ 2002 წელს, როდესაც გვქონდა მოსაზრება, გაგვეტანა პარლამენტში რეზოლუცია ნატოში საქართველოს გაწევრიანების  შესახებ, ფიქრია იყო ადამიანი, რომელსაც სჯეროდა, რომ ეს გავიდოდა და მართლაც, ერთი მოსმენით მიიღო პარლამენტმა. მე მახსოვს, როგორ იბრძოდა სასამართლოში და ქუჩაში სანდრო გირგვლიანის მკვლელების დასასჯელად და მახსოვს ბევრი რამ, რაც ამ ადამიანს გაუკეთებია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქართულ პოლიტიკაში არცერთი პოლიტიკოსი არ მეგულება ისეთი პოლიტიკური გამოცდილებით და სუფთად გავლილი გზით, როგორითაც ხელახლა მოდის პოლიტიკაში ფიქრია ჩიხრაძე,” – აცხადებს გამყრელიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved